შვილმკვდარი ონკოლოგი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სიმსივნე სტრესის შედეგია - როგორ დასრულდა მისი ბრძოლა
შვილმკვდარი ონკოლოგი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სიმსივნე სტრესის შედეგია  - როგორ დასრულდა მისი ბრძოლა
სიმსივნე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის სხვადასხვა ფორმასაც დღემდე ებრძვიან ექიმები და მეცნიერები და ცდილობენ გამოიგონონ სხვადასხვა საშუალება მასთან საბრძოლველად. 

ამ გზაზე ბევრი რევოლუციონერი გამოჩენილა, რომელიც თავისი რევოლუციური გზებით ამტკიცებდა, რომ სიმსივნის წყაროს ან განკურნების გზას მიაგნო. მათგან ზოგიერთი ჩვეულებრივი თაღლითიც აღმოჩენილა, ზოგიერთმა კი ვერ შეძლო თავისი აღმოჩენის დამტკიცება სამედიცინო საზოგადოებისთვის, თუმცა ბევრი მომხრის შეძენა შეძლო. ერთ-ერთი ასეთი იყო რაიკ ჰამერი, რომლისაც დღესაც სჯერა ზოგს. ჰამერის მკურნალობის მეთოდს სამედიცინო
საზოგადოება არ აღიარებს, თუმცა  თავისი დრამატული ბედითა და რევოლუციური იდეებით ბევრი ადამიანის შთაგონება შეძლო. ის შვილმკვდარი მამა იყო, რომელიც თვლიდა, რომ სიმსივნე სწორედ სტრესის გამო გაუჩნდა და ამ თეორიის განვითარება დაიწყო. აი, რა მოხდა და როგორ დასრულდა ამ ადამიანის ბრძოლა: 
1978 წელს ექიმ-ონკოლოგ ჰამერის ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - მას შვილი დაუხვრიტეს. უბედურებას რომ გამკლავებოდა, თავით გადაეშვა მუშაობაში, მოგვიანებით კი სიმსივნე აღმოაჩნდა... გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაავადების მიზეზი ძლიერი სტრესი გახდა.
ჰამერმა დაიწყო საკუთარი პაციენტების ბიოგრაფიების შესწავლა. მან ანალიზი გაუკეთა თავისი პაციენტების ტვინის სკანირების ნიმუშებს და შეადარა ექიმ-ფსიქოლოგის ჩანაწერებს. მან აღმოაჩინა პირდაპირი კავშირი სტრესსა და სიმსივნის განვითარებას შორის, ასევე კავშირი სტრესის მიერ ტვინის
გარკვეულ უბნებში დაჩრდილვებსა და შესაბამის ორგანოებს შორის, სადაც სიმსივნე განვითარდა.
იმაში, რომ სტრესი ერთ-ერთი პირველია, რომელიც იწვევს სიმსივნეს, ჰამერს დღესაც ბევრი ეთანხმება. კამათი მოჰყვა მხოლოდ მის მეთოდებს, თუ როგორ უნდა ებრძოლა სიმსივნესთან.

mshoblebi
ექიმმა კავშირი დაამყარა სტრესსა და ონკოლოგიას შორის და აღმოაჩინა დირკ ჰამერის სინდრომი (შვილის სახელობის), რომლის თანახმადაც, სტრესული სიტუაციის ამოწურვის შემდეგ, ორგანიზმს აქვს უნარი თვითონ გაართვას თავი საშიშროებას, სწორედ ამიტომ ტვინში წარმოიქმნება შეშუპება და ტკივილი. ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი მკურნალობაზე უარის თქმაა. ორგანიზმს უნდა მიეცეს თვითაღდგენის - რეგენერაციის საშუალება.
მოგვიანებით ექიმმა ჩამოაყალიბა კიბოს რკინის კანონი, რომლის მიხედვითაც ძლიერი სტრესის დროს პირველ რიგში ტვინი ზიანდება. ექიმი ფიქრობდა, რომ ამ დროს არაფრით არ შეიძლება მორფის გამოყენება, რომელიც პაციენტებს სიცოცხლეს უადვილებს, თუმცა ტვინს ხელს უშლის რეგენირებაში.  
mshoblebi
რაიკ ჰამერი ფიქრობდა, რომ სიმსივნის დაწყებითი სტადიების დროს ექიმებს შეცდომით მიაჩნდათ, რომ ტვინში რეგენერაციული პროცესები მეტასტაზების აქტიურობა იყო, ამიტომაც აიძულებდნენ პაციენტებს ზედმეტი ქიმიოთერაპიის გავლას.

ექიმი ჰამერის სიტყვებით, მან თავისი მეთოდით 6 500 პაციენტიდან 6 000 განკურნა (საკუთარი თავისა და მეუღლის ჩათვლით). თუმცა მალე რაიკ ჰამერს ჩამოართვეს ექიმის ლიცენზია და რადგან უკანონოდ აგრძელებდა თავისი მეთოდის პრაქტიკაში გახორციელებას, დააპატიმრეს. არც ერთმა სამედიცინო საზოგადოებამ არ მიიღო მისი თეორია, რადგან ის არ იყო დამტკიცებული და მეცნიერულად დასაბუთებული.
mshoblebi
არ არსებობს არც ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ექიმმა ჰამერმა ერთი პაციენტი მაინც განკურნა. ყველა შემთხვევა აღწერილია მხოლოდ მის წიგნში, შედეგები არ ქვეყნდებოდა სამეცნიერო ჟურნალებში, ყველა მტკიცებულება გაყალბებულია. ტრანავსკის უნივერსიტეტში, რომელმაც თითქოს დაამტკიცა ექიმის თეორია, სამედიცინო ფაკულტეტიც კი არ არსებობს.
mshoblebi


mshoblebi
ამ თეორიას ჰყავს თავისი მომხეეები, რომლებიც ნებაყოფლობით ამბობენ უარს მკურნალობაზე და ექიმი ჰამერის მეთოდს აღიარებენ. გერმანიაში კიბოს რკინის კანონი სასტიკად აკრძალულია.

6159
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```