"ბოლო 6 წელი გაუსაძლისი პირობები მქონდა" - "ჩცდ"-ს მსახიობი ესპანეთში პოლიტიკურ დევნილად ჩაბარდა
მსახიობი ნანა კუხალეიშვილი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. "ჩცდ"-ს კრიმხილდამ ესპანეთში პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა და როგორც ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს დღევანდელმა ხელისუფლებამ აიძულა.
"ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ ჩემი ქვეყნის გარეშე შევძლებდი სუნთქვას. თუმცა, ბოლო 6 წელი გაუსაძლისი პირობები მქონდა. არ ვიცი, როგორ გადავიტანე ის ყველაფერი, ან რამდენს იტევს ადამიანის გული... ამ საშინელებას დასასრულიც არ უჩანდა.
ჩემი მეუღლე დევნაში იყო, რაღაც პერიოდით უკრაინაში წავიდა და იქიდან დაბრუნებულს იგივე სიტუაცია დახვდა. ესპანეთში ჩამოვედით და ჩავბარდით,
"წითელმა ჯვარმა" მიგვიღო. იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე ერთ-ერთი პარტიის მომხრე იყო, მთელი ექვსი წელი ლანძღვა-გინების, ფურთხების, მუქარის და ლანძღვის ობიექტი გახდა. ყოველდღე მიწევდა ბავშვების დაწყნარება, არაჩვეულებრივი დამრიგებელი ჰყავდათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი სიცოცხლეს უმწარებდათ. სხვა სკოლაში გადავიყვანე ბავშვები.
მერე პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე დაიწყო მუქარები, ბავშვების გამო ძალიან მეშინოდა.
რამდენჯერმე მომსვლია მესიჯი: უი, რა კარგი შვილი გყავსო.
ჩემი მეუღლე აქციების ორგანიზატორი იყო და ამიტომ გვდევნიდნენ. არა მარტო მას, ბავშვებსაც სუს-ის აგენტები დაყვებოდნენ უკან.
ვეღარ გავუძელი, ყველაფერს აქვს საზღვარი. განაგრძეთ კითხვა