ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს "მადას", სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა ნახევარფაბრიკატების წარმოება. გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, 9 კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, რის გამოც, საწარმოო პროცესი შეუჩერდა საწარმოს, სანამ არ აღმოფხვრის ამ შეუსაბამობებს", - აღნიშნავენ სააგენტოში.
ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დარღვევის გარდა, დაფიქსირდა ხორცის შენახვისა და რეალიზების არასათანადო პირობები, ვადაგასული ხორცის, მათ შორის ცხენის ხორცის გამოყენება და ა.შ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული ხორცი გაანადგურა. შპს "მადა" კი საქმიანობას მხოლოდ დარღვევების აღმოფხვრის შემდეგ გააგრძელებს.
თამარ იაკობაშვილი