ბრიტანეთის პრინც ჰარის რომ ხუმრობა უყვარს, ახალი ამბავი არაა. თუმცა მისი ორაზროვანი ხუმრობები ხშირად იქცევა ხოლმე განხილვის ობიექტად. ისევე, როგორც ეს უკანასკნელი ხუმრობა.
მაროკოში ვიზიტად მყოფ წყვილს ერთ-ერთი შეხვედრის დროს ადგილობრივი მასწავლებელი მიუახლოვდა. მან თავი ვერ შეიკავა და ჰერცოგინიას ორსულობა მიულოცა - არადა, სულ რამდენიმე კვირაში მეგანი უკვე შვილსაც ელოდება. პრინცმა ჩათვალა, რომ ეს სახუმარო ამბავი იყო და მამაკაცის დაგვიანებულ მილოცვას ასე უპასუხა: მეგანისკენ შეტრიალდა და ჰკითხა: "ნუთუ შენ ორსულად ხარ? მე მალე მამა გავხდები?"
ჰარის გარშემო მყოფთა გამხიარულება უნდოდა, თუმცა საზოგადოებაში ისედაც არსებობს ეჭვი, არის თუ არა სინამდვილეში ორსულად მეგან მარკლი და ამ ორაზროვანმა ოხუნჯობამ ეს ეჭვი კიდევ უფრო გაუმყარა სკეპტიკოსებს.