სიახლეებიკალეიდოსკოპი
"ჩემ შვილს ჩემთან სძინავს... ყველა მარიგებს ჭკუას" - ნუკი კოშკელიშვილი დედობის სირთულეებზე
"ჩემ შვილს ჩემთან სძინავს... ყველა მარიგებს ჭკუას" - ნუკი კოშკელიშვილი დედობის სირთულეებზე
ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამზე" შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, თუმცა ბოლო პერიოდში დედა-შვილობის თემაზე საჯაროდ აღარ უსაუბრია. ახლახან გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელიც სწორედ ამ მნიშვნელოვან თემას მიუძღვნა. თავისი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირა და გამომწერების მოწონებაც დაიმსახურა.
ნუკი საკმაოდ ყურადღებიანი დედაა და ცდილობს, რომ შვილს სითბო არ მოაკლოს.
mshoblebi
გთავაზობთ მის ახალ პოსტს:
"რატომ არის ქალებში სულ ბრძოლა იმაზე, ვინ უფრო კარგად ზრდის ბავშვს. აი, ჩემი თვითონ იძინებს, აი, ჩემი არ ტირის, აი,
მე ცალკე დავაწვინე პირველი დღიდან..
და რაც მთავარია, ჯანდაბას, იმარიაჟონ, მაგრამ ვაი და შენ სხვანაირად ზრდი,  ისე გკიცხავენ, გეგონება, ბებიაჩემი რომ არ აბლენდერებდა საჭმელს, მაგიტომ ვერ გაიზარდა ჯერ დედაჩემი და მერე მე ნორმალური და ჯანმრთელი.
კარგით რა, ცოტა ნაკლები პათოსი და მეტი სიყვარული უნდა დავუთმოთ ბავშვს.
mshoblebi
ჩემ შვილს ჩემთან სძინავს, თავიდან სულ პატარა რომ იყო იწვა ლოგინში და ვიყვანდი ვაჭმევდი და უკან ვაწვენდი, მაგრამ მე ამეკვიატა ნერვიულობა, რომ რამე არ მოუვიდეს და მე არ ჩამეძინოს. მოკლედ ნელ-ნელა ჩემთან გადმოვიწვინე და ცოტა ამოვისუნთქე, რადგან პირველი სამი თვე მგონი არ მძინებია საერთოდ.
გამოუძინებელი, დაქანცული დედა არამგონია მაინც და მაინც სასარგებლო იყოს ბავშვისთვის.
mshoblebi
ახლა, რომ არ მოგატყუოთ,
ისე მომწონს, რომ ღამე ვეხუტები და ვკოცნი, ერთი სული მაქვს, საღამო დადგეს, რომ ერთად დავიძინოთ.
თან სანამ ვაჭმევ, მიადვილდება. რასაკვირველია, მუდამ არ იქნება ჩვენთან - გადავაწვენ მალევე, მაგრამ შემარგონ ეს ცოტა ხანი.
სულ მესმის - " გაიზრდებიან, გამამაძაღლდებიან, ვეღარც მოეფერები".
ამას იმიტომ ვწერ, ყველა, ვინც მხვდება, მარიგებს ჭკუას, არ შეიძლება ასე უნდა ქნა, ისე. ამას რატომ აჭმევ ის მიეცი, ეს რატომ და ის რატომ არა.
ვაიმე, აცრა როგორ შეიძლება, ვაიმე, აცრის გარეშე როგორ შეიძლება. მგონი ეს არის მთავარი მიზეზი რძალ-დედამთილ შორის უთანხმოებების. განაგრძეთ კითხვა

ბეჭდვა