მომღერალი - ნუკა კვალიაშვილი 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარს დაშორდა. ამის შესახებ მან ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:
- 12 წელი ცოტა დრო არ არის. ამ 12 წელიწადში უამრავი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და არ გავტყდი, რადგან ძლიერი ადამიანი ვარ. უბრალოდ, საბოლოო ჯამში, უამრავი ცდის მერე, მეც და ჩემი შვილების მამაც მივხვდით, რომ ერთმანეთს არანაირად არ ვეწყობოდით და საკუთარ თავებს უფლება მივეცით, ცალ-ცალკე ბედნიერები ვიყოთ. ამჟამად, ისეთ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება", თუნდაც - სულიერად, მორალურად, ხელოვნების მხრივ... ეს ადამიანი ისეთი თვისებებით გამოირჩევა, რაც კაცების (ვისაც ვიცნობ) 99%-ს არ გააჩნია...
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 28 თებერვლის ნომერში.
2 შვილის დედის ნუკა კვალიაშვილის ნავარჯიშევი სხეული ბევრს აოცებს