მსოფლიოში მილიონობით ბავშვის საოცნებო გმირები დისნეის მულტფილმების პერსონაჟები არიან. მათი თავგადასავლები ეკრანის შემდეგ ლამაზ-ლამაზი ილუსტრაციების მქონე წიგნებში გრძელდება. დაგვეთანხმებით, რომ დისნეის ილუსტრატორებმა ნამდვილად იციან, როგორ მოხიბლონ, დააინტერესონ და თავგადასავლებში ჩაითრიონ პატარა მკითხველები. დისნეის ამბები, სანამ მულტფილმად და ზღაპრებად იქცევა, საუკეთესო ავტორების, ანომატორების და ილუსტრატორების დაძაბული შრომის შედეგია. მათ წინ უძღვის მრავალგვარი კვლევა, რათა საბოლოოდ მაქსიმალურად მოერგონ ბავშვის გემოვნებასა და ასაკობრივ მოთხოვნებს.
როცა ყველა დეტალზე ამდენი პროფესიონალი მუშაობს, რა თქმა უნდა, ნამუშევარიც უმაღლესი ხარისხის, ნამდვილად სრულყოფილი გამოდის. საუბარია არა მხოლოდ მულტფილმებზე, არამედ საბავშვო ილუსტრირებულ წიგნებზე, რომლებსაც სათამაშოები, სამკაულები და სხვადასხვა საჩუქარი მოჰყვება. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო ჩვენი შვილებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომაც, როცა დისნეი პირველად გამოჩნდა ქართულ ენაზე, მთელი სერია ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად უზარმაზარი ტირაჟით გაიყიდა. მას მერე 7 წელი გავიდა და გამომცემლობა პოალიტრა L, როგორც დისნეის ოფიციალური პარტნიორი, განაგრძობს ამ კომპანიის ბეჭდური გამოცემების გადმოქართულებას. მათ წიგნის მაღაზიებში აუცილებლად შენიშნავთ, თუმცა ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" თანამშრომლობა ახლახან გაგრძელდა. ჟურნალის ყველა ნომერს თვეში ერთხელ დისნეის წიგნი მოჰყვება სათამაშოსთან ერთად.
მარტის ნომერთან ერთად "ნემოს ძიებაში" გაიყიდება.
შეგახსენებთ, "საბავშვო კარუსელი" თვეში ერთხელ გამოდის და 5 ლარი ღირს. დისნეის წიგნთან ერთად კი მისი ღირებულება 12 ლარია.