„სანამ არ გახდები დედა, ვერ მიხვდები დედობის ყველა ნიუანსს. გილოცავთ, დედიკოებო, დედების დღეს. მადლობა ჩვენი ამქვეყნად მოვლენისთვის, იმისთვის, რომ მოგვეცით შანსი უზომოდ ბედნიერი ვყოფილიყავით ერთმანეთით. შეიძლება, საზოგადოებას არ ესმის ბევრი რამ, მაგრამ საზოგადოება არ ქმნის ამინდს ჩვენს ოჯახში. ჩვენს ოჯახში მთავარია სიყვარული და ბედნიერება, ამიტომ მიყვარხართ, დედიკოებო, და კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გილოცავთ“
ამასთან ერთად ხატია ძალიან აღფოთებულია განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობით და ინსტაგრამგვერდზე ისეთ სტატუსს აქვეყნებს, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია:
„ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, მე ვარ იმ ასაკში, რომ დროს ვეღარ ვეწევი, თუ მართლა გლობალურად ცდილობენ, შვილები მწყობრიდან გამოგვიყვანონ!!! სკოლის პროგრამიდან ამოიღეს იაკობ გოგებაშვილი და ჩაანაცვლეს გაურკვეველი წიგნებით, შემდეგ ამოიღეს რელიგია და ვერ ხვდებიან, რატომ იმატა და გადაამეტა უკვე თინეიჯერების სუიციდმა ზღვარს, ბავშვს, რომელსაც არც ღმერთის რიდი აქვს და არც არაფრის არსებობის სჯერა, რომელსაც საკუთარი გაუგებარი უფლებები მიანიჭე და მშობლის როლი შეზღუდე, როგორ უნდა ასწავლო რა არის კარგი და რა ცუდი. განათლების სისტემა ნოლი! არ დავიწყებ მაგალითების მოყვანას, შორს წაგვიყვანს და იმის მაგივრად, მომავალი თაობები განათლებული და შემდგარი ადამიანები ჩააბარონ ქვეყანას, იპოვეს, რა აკლდათ თურმე სისტემაში!! და აი, ისიც!! სექსუალური განათლება!! ვაი თქვენს პატრონს!! დანარჩენი მოგვარებული გაქვთ განათლების სისტემაში!! სუიციდი მოზარდებში თქვენი პრობლემა არ არის და სასქესო ორგანოების სახელები და პრეზერვატივების ჩამოცმის ცოდნა აამაღლებს ჩვენი შვილების IQ-ს!!! ვერ გამიგია, რას ემსახურებით?! ვინ ხართ, საიდან მოხვედით ასეთი დეგრადირებული, რომ საკუთარი თავები არ გყოფნით, ახლა მომავალი თაობის დეგრადირება გინდათ!!! შეიძლება მე უკვე იმ ასაკში ვარ, რომ თქვენს “განვითარებულ “ აზრებს ვერ ვეწევი, მაგრამ არანაირი პრობლემა არ შექმნია ჩვენს თაობას, რომელსაც რეზინების ჩამოცმას არ გვასწავლიდნენ და დღევანდელი გადმოსახედიდან, ნეტავ თქვენი მშობლებისთვის ესწავლებინათ ეგ!!! არ ვიცი, არსებობს თუ არა საქართველოში მშობელთა ასოციაცია ან რაღაც ამგვარი, დიდი სიამოვნებით გავწევრიანდებოდი!!!“
თეკლა ჟვანია