"დედის დღე სულ არის. ყოველ დღე. ყოველ წამს. ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას. სულ! "
გათენდა 3 მარტი და აჭრელდა სოციალური ქსელი მილოცვებით და კეთილი სურვილებით, ალბათ ასეთი პოზიტიური ინტერნეტსივრცე ძალიან იშვიათ შემთხვევებშია ხოლმე.
გვანცა დარასელია გათენებასაც არ დაელოდა, წუხელ, მას შემდეგ რაც 00:00 საათი შესრულდა და 3 მარტი დადგა, დედას პოსტი მიუძღვნა:
გვანცა დარასელია:
"29 წლის ვარ და სულ რაღაც ორი წელია მივხვდი, ვინ ვარ მე შენთვის და ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის. იმას მივხვდი, რასაც ვერც დრო შეცვლის და ვერც სამყაროს დასასრული. ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ შენ და ჩვენი ოცნების გოგო. დედის დღეს გილოცავ!"
ინგა გრიგოლიას შვილმა მარიამმაც არ დააყოვნა მილოცვა და დედას კედელზე დაუწერა,
"ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ხარ შენ.
გილოცავ დედის დღეს"
მიკი ჯეჯელავას დედა გარდაცვლილი ჰყავს, თუმცა ამ დღეს ჩუმად მაინც არ შეხვდა:
"დედის დღე სულ არის. ყოველ დღე. ყოველ წამს. ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას. სულ! "
ძალიან ამაღელვებელი იყო თამუნა მუსერიძის პოსტი, რომელმაც სამწუხაროდ, აქამდე ვერ იპოვა მისი ბიოლოგიური დედა, დედობილი კი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, მიუხედავად ამისა, საჯაროდ მიულოცა დღევანდელი დღე მის უცნობ დედას:
"დედის დღეს გილოცავ, დე"
თეკლა ჟვანია