როდესაც ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ვიყავი, პროფესორმა, რომელიც ლექციას კითხულობდა, ორი საინტერესო ისტორია მოყვა. ამ მონათხრობმა მთელი ჩემი მსოფლმხედველობა კარდინალურად შეცვალა.
ეს იყო ისტორია ერთსა და იმავე მოვლენაზე, რომელიც სხვადასხვაგვარად იქნა მოწოდებული. როდესაც მოვისმინე, მივხვდი, რომ ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს არა მოვლენები, არამედ მათდამი დამოკიდებულება.
პროფესორი, რომელიც დაიღალა თავისი სტუდენტების უკმაყოფილო გამომეტყველებით, მოყვა, თუ როგორ ცხოვრობდა ის ამერიკაში.
"არასრულწლოვანმა გარყვნილმა მულატმა გამაჩინა. მამაჩემმა ის ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე მიატოვა. დედამ კი როგორც ჩემი ტირილის ხმა გაიგონა, მაშინვე უარი თქვა ჩემზე. გადამიყვანეს ბავშვთა სახლში. არავინ მიშვილა. საშინელ პირობებში ვიზრდებოდი, ყველა საგანს ერთი მასწავლებელი გვასწავლიდა".
მე და ჯგუფის ყველა წევრი თანაგრძნობით შევყურებდით. ის ისეთი უმწეო ჩანდა... მანამ, სანამ არ დასვა კითხვა: "გავაგრძელო?"
რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურდა ამ ამბის გაგრძელების მოსმენა. პროფესორის ისტორიამ თითქოს გაგვაერთიანა.
კურატორმა გააგრძელა: "როგორც გითხარით, მამამ ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე მიმატოვა. ამასთან ესმოდა, რომ საკუთარი მაგალითით ვერ გამზრდიდა კარგ ადამიანად. მიუხედავად ყველაფრისა, მადლიერი ვარ მისი. დედამ მიმატოვა დაბადებისთანავე. ალბათ არ ენდომებოდა, თავისნაირების მსხვერპლი გავმხდარიყავი. მისიც მადლიერი ვარ".
"ბავშვთა სახლში ვისწავლე თავის დაცვა, რთულ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი სიყვარული. ვსწავლობდი საგნებს, რადგან ვიცოდი, რომ სხვა არავინ იზრუნებდა ჩემს განათლებაზე. შევიქმენი კარიერა და ოჯახი. ბედნიერი ვარ".
ჩვენი დამოკიდებულება პროფესორის მიმართ შეიცვალა, თითქოს გვშურდა მისი. მივხვდით, რისი თქმაც უნდოდა: ყველაფერი ჩვენს ხელთაა, რომ ჩვენ თვითონ განვაგებთ საკუთარ ბედს და არა "ბედისწერა".
ჩავწვდით ცხოვრებისგან მადლიერი ადამიანის ფსიქოლოგიას. ისინი არ ეძებენ დამნაშავეებს, არ ეკითხებიან ღმერთს, თუ რისთვის დაისაჯნენ მაინცდამაინც ისინი. ნებისმიერ უსიამოვნო შემთხვევას გაკვეთილად იღებენ.
ეს კურსები ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც კი ოდესმე მომესმინა. ნებისმიერ საქმეში ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი და აუცილებლად არა მხოლოდ უნდა იბრძოლოს უკეთესობისკენ, არამედ დაინახოს კიდეც ცხოვრების საუკეთსო მხარეები.