25 თებერვალს დები ხაჩატურიანების უფროსი და - კრისტინა თავშესაფრის გარეშე დარჩა.
სასამართლომ ბებიის სახლიდან გამოასახლა მამის მკვლელობაში ბრალდებული გოგონა.
იანვრის დასაწყისში, ბებიამ (მამის მხრიდან) სასამართლოს მიმართა თავისი უფროსი შვილიშვილის, 19 წლის გოგონას სახლიდან გასახლების თაობაზე, რაზეც დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და მოხდა გოგონას გასახლება. მანამდე კი ქალმა გოგონების დედა - აურილია გაასახლა.
ამ მოვლენებს წინ საშინელი მკვლელობა უძღვოდა: 2018 წლის ივლისში 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანი თავისი სახლის სადარბაზოში მოკლული აღმოაჩინეს. მას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. როგორც აღმოჩნდა, მას თავს დაესხნენ შვილები (გოგონები) - კრისტინა, ანგელინა და მარია. მათი თქმით, მამა მრავალი წლის მანძილზე მათ საშინლად ექცეოდა. გამუდმებული ცემის გამო გოგონებს სახე სულ დალურჯებული ჰქონდათ და სკოლაში პრაქტიკულად არ დადიოდნენ.
გამოძიების შემდეგ, სასამართლომ გაათავისუფლა გოგონები პატიმრობიდან პირობითი სასჯელით და მოითხოვა მთელი რიგი წესების დაცვა - მათ აკრძალული აქვთ ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება და ერთმანეთთან კონტაქტი.