დედის დღის აღნიშვნა საქართველოში წლებია, ტრადიციად იქცა. ამ დღეს ყველა ბედნიერია და ყველა ცდილობს დედას ეს დღე გაულამაზოს. განსაკუთრებით სენსიტიურია ბავშვების ხელნაკეთი საჩუქრები, რომელიც ყველა დედისთვის უძვირფასესია.
თუმცა ბოლო წლებში აღნიშნულმა ტრადიციამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო და დედების გახარებას შვილების გარდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებიც ცდილობენ. მაგალითად, 3 მარტს გაგუას კლინიკას "პეპელა" პარტნიორ კომპანიებთან "ლიბეროსა" და "ბიბლუსთან ერთად ეწვია. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ახალბედა დედები მოინახულეს და მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
როგორც დედები აღნიშავენ, მათთვის ეს ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
"ახალბედა დედობა მართლაც საოცარ ემოციებთან ყოფილა დაკავშირებული. ახლა გავაცნობიერე, თუ რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავარ. ამიერიდან ჩემი მიზანია, რომ ბავშვი ყველაფერი ხარისხიანით უზრუნველვყო. მიხარია, რომ დღეს ასეთი საჩუქრებიც მივიღე. ვფიქრობ, სათამაშოებს ყოველთვის "პეპელაში" შევიძენ ხოლმე," - აღნიშნა ერთ-ერთმა დედამ.
"პეპელას" მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს ევროპული ხარისხიანი ბრენდების პროდუქციას ექსკლუზიურად სთავაზობს. სათამაშოებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით კი კომპანია პერიოდულად განსაკუთრებულ ფასდაკლებებს აცხადებს.