ლალო ვალაშვილი ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო. მისი სიცოცხლე საზარელ ავარიას ემსხვერპლა, რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ მატანში მოხდა ცოტა ხნის წინ... ცხრა დღე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ დანებდა, ვერ გაუძლო.
ძნელია და არც ვცდილობთ გადმოვცეთ ის ტკივილი, რასაც ახლა მისი ოჯახი განიცდის. ლალოს პატარა ძმა დარჩა, გიორგი, რომელიც მინდვრის ყვავილებში დაეძებს გამზრდელ დაიკოს...
ძნელია, ცრემლების გარეშე უყურო ვიდეოს, რომელსაც ლალოს ბებია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
გიორგი მინდვრის ყვავილებში დაეძებს გამზრდელ დაიკოს - 16 წლის ლალოს ტრაგედია
მერი ბლიაძე