მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების წინაშე თამუნა მუსერიძე ყოველთვის მხიარული და ენერგიული ჩანს, ცხოვრებაში დიდი იმედგაცრუებები ჰქონია, რომლებიც საბოლოოდ კი აძლიერებს ადამიანს, მაგრამ დიდ ტკივილს უტოვებს. ალბათ, განსაკუთრებულად მძიმე ასატანი მეგობრის ღალატია. როგორც ჩანს, თამუნას მსგავსი რამ არაერთხელ გადახდენია თავს, ამიტომაც საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერა, რომ ქალიშვილ მარიანას, აუცილებლად ასწავლის დაქალების სწორად შერჩევას, თუ რატომ გაუჩნდა ეს აზრი, მისსავე პოსტშია განმარტებული:
"პირველი, რასაც მარიანას ვასწავლი, დაქალების სწორად შერჩევა იქნება. არასდროს არავის არ უტკენია გული, როგორც ეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გოგოებმა გააკეთეს. იყვნენ ისეთები, რომლებსაც დანა-ჩანგლით ჭამა და გამართულად მეტყველება ვასწავლე, ისეთები, რომლებსაც არ ვიცნობდი, უსახლკარო ქუჩიდან სახლში წამოვიყვანე და თვეობით მოვუარე, ისეთები, რომლებსაც მუშაობა დავაწყებინე, ისეთებიც, რომლებსაც პირადი ცხოვრება შევწირე, ისეთებიც, რომელთა გამოც სამსახურიდან წამოვედი, ისეთებიც, რომელთა გამოც სხვა მეგობრები დავკარგე და ისეთებიც, რომლებიც ჩემს პრინციპებზე წინ დავაყენე. ღმერთია მოწმე, სიკეთის გადახდა არავისთვის მითხოვია და სიმართლე გითხრათ, უკან არც არასდროს მიმიღია. და აი ზუსტად ამ ადამიანებმა უკან ასმაგი ბოროტება, ჭორაობა, ცილისწამება და გულისტკენა დამიბრუნეს. ისინი კი, ვისაც ჩემგან არასდროს არაფერი მოუთხოვია და პირიქით, აქეთ მაძლევენ უდიდეს სიყვარულს, შეუცვლელად იყვნენ, არიან და იქნებიან... გოგოებო ძალიან მიყვარხართ".
თეკლა ჟვანია