გლდანში, III ა მოკრორაიონში, ჩO-თი მოწამვლის შედეგად 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული 1986 წელს დაბადებული ლევან ბუთხუზია, რომელიც მეგობართან იმყოფებოდა სტუმრად. ბუთხუზს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, გარდაცვლილი შემთხვევის ადგილას მისული სასწრაფოს ექიმის ძმა აღმოჩნდა. სამედიცინო დახმარების პერსონალს ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
AMBEBI.GE-ს ადგილობრივმა უამბო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ერთ-ერთმა მეზობელმა გამოიძახა, რადგან სახლში გაზის სუნი იგრძნო. როგორც გაირკვა, გაზი მათ სახლში მეზობლიდან ჟონავდა. ექიმები ზედა სართულზე ავიდნენ, საიდანაც ივარაუდეს, რომ სუნი მოდიოდა, ბინის კარი შეამტვრიეს და ასე შეაღწიეს ბინაში.
"საშინელი ამბავია... სასწრაფო მეზობელმა გამოიძახა, მათ ემსახურებოდნენ ექიმები და მალევე გაირკვა რომ გაზი მათი სახლიდან არ ჟონავდა. ზედა სართულის კარი შეამტვირიეს და ეს საშინელი ამბავი დახვდათ. გარდაცვლილი სასწრაფოს ექიმის ძმა აღმოჩნდა... მეორე ახლგაზრდა ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ადგილობრივმა.