"სამოსანი იყო... მაიმუნს ვეძახდით..." - ირინა შეიკის კლასელები ახლაც ვერ "ინელებენ" მის წარმატებას
"სამოსანი იყო... მაიმუნს ვეძახდით..." - ირინა შეიკის კლასელები ახლაც ვერ "ინელებენ" მის წარმატებას
დღეს ირინა შეიკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი და ულამაზესი ქალია. თუმცა გზა მისი წარმატებისკენ არც ისე იოლი იყო და წარსულის უსიამოვნებები ახლაც მწარედ ახსოვს.

ბევრმა იცის, რომ ირინა შაიხისლამოვა ჩელიაბინსკშია დაბადებული, ქალაქ ემანჟელინსკში. მისი უჩვეულო გარეგნობა თათარი მამის და რუსი დედის დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა მილიონობით მამაკაცის საოცნებო ქალია, სკოლაში ბიჭები ზედაც არ უყურებდნენ. მოდელს არაერტხელ უთქვამს, რომ სკოლაში თანატოლების სიყვარულით არ სარგებლობდა.

მას მერე ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ირინა ახლაც ეძებს საკუთარ თავში ნაკლოვანებებს. "არასდროს არ მოვწონდი ბიჭებს.
სკოლაში "ჯოხს" მეძახდნენ, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი და გამხდარი ვიყავი. კიდევ - "ჩუნგა-ჩანგას", მუქი ფერისა და სქელი ტუჩების გამო. მე ეს ძალიან მაღიზიანებდა", - იხსენებს ირინა.
mshoblebi
კლასელებთან ერთად

ჩელიაბინსკში ჩატარებულ კონკურს "სუპერმოდელ-2004"-ში მონაწილეობა დედის მეგობრებმა აიძულეს, რომლებიც სწორად აფასებდნენ მის გარეგნობას. ირინას იმდენად არ ეჯერა საკუთარი თავის, როდესაც ამ კონკურსზე გაიმარჯვა, შოკში ჩავარდა.
სწორედ ეს გამარჯვება იქცა ტრამპლინად მის კარიერაში - იქ შენიშნა გოგონა ცნობილმა აგენტმა გია ჯიქიძემ, რომელმაც ასევე აღმოაჩინა ნატალია ვოდიანოვა და სხვები. 2005 წელს ირინა ევროპაში გაემგზავრა სამუშაოდ, მერე კი - აშშ-ში.

მას მერე, რაც ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას რომანზე ალაპარაკდა მსოფლიო, სკოლის ამხანაგებმა გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ ეამბნათ, როგორი იყო ირინა
სკოლაში და ამით "აეხსნათ" ბრედლის ქცევა.

ერთი ასე იხსენებს: "ჩემი მეგობარი სწავლობდა ირინასთან ერთად იმავე სკოლაში და ამბობს ხოლმე, რომ ირინას მაიმუნს ეძახდნენ და ღარიბული ტანსაცმლის გამო დასცინოდნენ. ირინამ ისიც აღიარა ერთხელ, რომ არასდროს შეხვედრია თანაკლასელებს"... ნეტავ რატომ?
mshoblebi
"მეც მისი სკოლელი ვარ. მასწავლებლები ათას ცუდ რამეს ამბობდნენ მასზე. ამას წინათ ძველ ჟურნალებს ვათვალიერებდი და ჩვეულებრივი სამოსანი იყო, რუსულშიც სამიანი ჰყავდა. თუმცა ცოტა უცნაური იყო და იმიტომაც ექცეოდნენ ასე და არა სამიანების გამო", - ყვება კიდევ ერთი.
mshoblebi
დედასთან და დასთან ერთად

სამოდელო სააგენტოს ყოფილი დირექტორი სვეტლანა კლიმენკოც რატომღაც აჰყვა ამ "სიძულვილის ფლეშმობს": ცოტა ხნის წინ ძველ ფოტოებს ვნახულობდი და შემხვდა მისი ფოტო, როგორი ჩამოვიდა ემანჟელინსკიდან. როცა ძაან მომეშლება ხოლმე ნერვები, ამ ფოტოს ვაქვეყნებ".
mshoblebi
სკოლის გამოსაშვებ საღამოზე
mshoblebi
თუმცა რის დამტკიცება სურს ძველი ფოტოთი ამ ქალბატონს, არავინ იცის, რადგან ირინა ბავშვობის ფოტოებზეც ძალიან ლამაზია და ჩანს უკვე მისი მონაცემები. და ბევრადაც არ შეცვლილა.
mshoblebi
სამწუხაროა, რომ ძველი ნაცნობები იმის ნაცვლად, უხაროდეთ, რომ მათი თანაქალაქელი, ერთი პროვინციული ქალაქიდან წამოსული ღარიბი გოგონა, მსოფლიო შოუბიზნესის მწვერვალზეა, ისევ ძველ გზას აგრძელებენ და შურს ვერ სძლევენ.


altირინა შეიკის 12 წლის დიშვილს მოდელის კარიერას უწინასწარმეტყველებენ


ტეგები: ირინა შეიკი
30668
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (21)
ნია
1
არ წერია მახინჯს ეძახდნენო, წერია ჩასაცმელის გამო დასცინიდნენ და ხასიათის გამო ვერ იტანდნენო. ხასიათი რომ არ ქონოდა სხვანაირი, მოდელი ათასია და ტოპ მოდელი ცოტა. ეტყობა ამბიციური იყო, ს ხარაკტერამ, როგორც მადამ ტრამპი და ამბიციურობა არ მოწონდათ. ახლა კია მშვენიერი და გაგურჩქნული, რაში აინტერესებს ვინ რას ამბობდა. ასე, რომ გაითვალისწინეთ ახალგაზრდებო, არავის აზრი არაა თქვენს აზრზე მთავარი
01:03 / 17-04-2020
0
ლამაზი იყო და მაგიტომ არ მოწონდათ! ულამაზესი ბავშვი იყო და დრესაც ძალიან ლამაზია
23:24 / 16-04-2020
მსგავსი სიახლეები