ჟურნალმა "ფორბსმა" კიდევ ერთხელ შეადგინა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია. უკვე მეორე წელია ზედიზედ ამ რეიტინგთა სათავეშია ამერიკული კომპანიიის "ამაზონის" ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი. მისი ქონება 139,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე აღმოჩნდა ბილ გეიტსი, მესამეზე კი - უორენ ბაფეტი.
თუმცა ჩვენი დღევანდელი სტატია არა მათზე, არამედ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერ 21 წლის კაილი ჯენერზეა. ამ ასაკში მას 1 მილიარდი დოლარი აქვს და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც მილიარდიანი ქონება დააგროვა და მილიარდერი გახდა. მან მარკ ცუკერბერგის რეკორდიც კი მოხსნა.
კაილი ჯენერი კარდაშიანების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. ხშირად ამბობდნენ, რომ მან მთელი ეს წარმატება და სიმდიდრე შეძლებული ოჯახის წყალობით მოიპოვა, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ მისი წარმატებაა.
კაილის კარიერა 2007 წელს დაიწყო. ის მაშინ 10 წლის იყო. რეალითი შოუში "კარდაშიანების ოჯახი" მონაწილეობამ მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა ამერიკაში. ამიტომ გადაწყვიტა, სკოლაზე არ "მოცდენილიყო" და დისტანციურად ესწავლა.
16 წლის ასაკში დედას სთხოვა, წაეყვანა კოსმეტოლოგთან. ამის მიზეზი თხელი ტუჩები იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში კაილი იხსენებს, პირველი კოცნის შემდეგ მისი პარტნიორი გაკვირვებული დარჩა, რომ გოგონამ ასეთი ტუჩებით მაინც საოცრად აკოცა. შესაძლოა სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მან სპეციალისტს მიმართა და ტუჩები გაიდიდა.
ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში დაიწყო მოდელის კარიერა. მაგრამ არ აღმოაჩნდა იდეალური ფიგურა ამ საქმისთვის. კაილი არაფრით არ განსხვავდებოდა თავისი ასაკის გოგონებისგან (გარდა ძალინ გამომწვევი მაკიაჟისა). მაშინ მან გადაწყვიტა კვლავ მიემართა პლასტიკური ქირურგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კაილი ამას უარყოფს, ექიმებმა ის უკვე დიდი ხანია გათქვეს.
2015 წელს გოგონამ შექმნა კომპანია სახელწოდებით "Kylie Cosmetics". სწორედ მან მოუტანა მთავარი შემოსავალი. ამავე დროს, მან უფროს დასთან ერთად გამოუშვა ტანსაცმლის კოლექცია "Kendall + Kylie".
თუ უფროსი კარდაშიანი აქტიურად გამოდიოდა ტელევიზიით და ამით თავის თავსა და პროდუქციას რეკლამას უკეთებდა, უმცროსი მალევე მიხვდა, რომ სოციალურ ქსელში გაცილებით უფრო მეტი წარმატების და პოპულარულობის მიღწევა შეიძლებოდა. თავისი პროდუქციის რეკლამისთვის მან ინსტაგრამი აირჩია. ახლა გოგონას 128 მილიონი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე. მარტივად შეუძლია, მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია მიიტანოს ამ ადამიანებამდე.
დიახ, ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ მან გაუსწრო უფროს დებს, კიმ კარდაშიანსაც კი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გონივრულად მართავს.
უფროსი დის, კენდალის გარდა, დებმა თავად დაწერეს და გამოუშვეს წიგნი "ქალაქი ინდრას აჯანყებულები". ბოიფრენდის, რეპერ ტრევის სკოტის, დაბადების დღეზე მან გადაწყვიტა გასართობი პარკის ქირაობა. კაილი ჯენერს 2018 წელს მასთან ქალიშვილი შეეძინა. კაილის გარდერობში არის ჩანთა, რომლის ღირებულებაც 115 ათას დოლარს შეადგენს და კიდევ ბევრი საოცარი ნივთი, რომლებითაც შვილსაც ანებივრებს. მის კომპანიას დედა მართავს. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ის მოგების 10%-ს იგებს. კაილი ჯენერმა რთულად მიაღწია იმას, რაც ახლა აქვს. მას ბევრად ნაკლები წინაპირობა ჰქონდა ამის, ვიდრე უფროს დებს. მიუხედავად ამისა, მან რეკორდი დაამყარა, გაუსწრო 23 წლის მარკ ცუკერბერგს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ისტორიაში.
"სამოსანი იყო... მაიმუნს ვეძახდით..." - ირინა შეიკის კლასელები ახლაც ვერ "ინელებენ" მის წარმატებას