მამა პეტრეს გუშინდელ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალმა "სარკემ" გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მკითხველის გაღიზიანება მამა პეტრეს შემდეგმა განცხადებამ გამოიწვია.
"ძალიან ხშირად მწერენ. სოციალურ ქსელში 90 ათასზე მეტი გამომწერი მყავს. მთელი ერი მიცნობს, არა მხოლოდ აქ, საზღვარგარეთაც. გულწრფელად გეტყვით, პროვოცირებას არ ვახდენ და პასუხს არ ვცემ.
მეტსაც გეტყვით, ტაძარში ზოგი იმიტომ მოდის აღსარებაზე, რომ მიმანიშნონ, შენთან ურთიერთობა მსურსო. საბაბია აღსარება, ვხვდები, ვეუბნები, არ ვარ ექიმი და თქვენ არ ხართ პაციენტი, რომელსაც მე ვუშველი-მეთქი".
ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მას არ უთქვამს რომ სექსს სთავაზობენ და იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტი განმარტებას არ გააკეთებდა, მას სასამართლოში უჩივლებდა.
მამის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, მისი ქალიშვილი მარი კვარაცხელია.
"აქამდე არასდროს მითქვამს ის, რასაც ახლა ვწერ. ბევრჯერ დამიპირებია დაწერა, ხმის ამოღება, მაგრამ ადრე მეცინებოდა, ახლაც მეცინება, თუმცა არც ის მინდა, უპასუხოდ დარჩნენ ის ერთუჯრედიანი ადამიანები, რომლებიც ვითომ ქრისტეს იცავენ სხვების ლანძღვითა და შეურაცხყოფით... განაგრძეთ კითხვა