პრინცი უილიამი ხშირად ხუმრობს თავის შვილებზე და სახალისო ამბებსაც ყვება. ამ დღეებში ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებიც ჩნდება მისი ქალიშვილის თმის დავარცხნისას.
სამი შვილის მამამ პრინცესა შარლოტაზე ისაუბრა. იმ სირთულეებზე, რომლებიც უჩნდება, როცა გოგონასთვის თმის დავარცხნას ან ვარცხნილობის გაკეთებას ცდილობს. ამბობს, რომ "იუთუბზე" ათობით ვიდეოს უყურა და მხოლოდ ამის მერე ცოტ-ცოტა გამოსდის რაღაც.
"ეს ნამდვილი კოშმარია. არც კი სცადოთ შარლოტასთვის თმის შეკვრა", - იცინის მრავალშვილიანი მამა.
იქვე კეიტმა ურჩია, თმის დაწვნა სცადოს შარლოტასთვის. უილიამმა დააზუსტა, რომ ჯერ შარლოტას მეტისმეტად მოკლე თმა აქვს და დაწვნაზე მერე ივარჯიშებს :)
პრინცი უილიამი: "მას მერე, რაც მამა გავხდი, გამიჭირდა ემოციებთან გამკლავება"