ქალბატონებს ქალთა საერთაშორის დღე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ინსტაგრამზე მიულოცა.
"ჩემო ძვირფასო ქალებო, მეგობრებო, მახსოვს, მაშინ სადოქტოროს ვწერდი ამერიკაში და ანდრო პატარა იყო. ერთხელ კონფერენციაზე სიტყვით მიწევდა გამოსვლა. ჩანთაში ჩავიხედე და სანამ ბლოკნოტი და კალამი ამოვიღე, იქიდან ათასი საბავშვო რამ, ფერადი ფანქრები, გასაფერადებელი, ერთი-ორი სათამაშო და ერთი პარკი საკნატუნო ამომყვა. მშრომელი დედის ბედი ეგაა. მხოლოდ ჩვენ ვიცით, რამდენ რამეს ვახერხებთ ერთდროულად, სახლი, ბავშვი, სკოლა, ექიმი, სამსახურში ნერვიულობა, და საშოვარი, ხვალინდელ დღეზე ფიქრი. დედა-მიწა (სწორედ ასე ჰქვია მას) ჩვენს ენერგიაზე ტრიალებს. დღეს ჩვენი დღეა! გილოცავთ და ეს სწორედ ენერგია გქონდეთ ულევი მრავალჟამიერ”, - წერს ანა დოლიძე
"ჩემს შვილს ვუყვები, რომ მქონდა მხოლოდ ორი წყვილი ფეხსაცმელი და არ მქონდა ბევრი სათამაშო" - ანა დოლიძე საკუთარ ბავშვობასა და დედობაზე