ცოტა ხნის წინ დიზაინერმა, თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლემ ანუკი არეშიძემ გადაცემა "სთორიში" ოჯახზე, კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"როდესაც 50-60 წლის ვიქნები ალბათ მექნება ჩემი პირადი ვენახი, ბაღი და ბოსტანი, მეყოლება ცხენები. მეოთხე შვილის შემდეგ, უფრო მეტად მიზიდავს ბუნება და მინდა, ქალაქისგან შორს ვიყო. მაღალმთიან სოფელში ვიცხოვრებდი, სადაც ყოველ დილით ძროხების ხმა გამაღვიძებდა. დღესვე წავიდოდი საცხოვრებლად სოფელში, მაგრამ მეუღლე და შვილები ახლა ამის საშუალებას არ მაძლევენ", - განაცხადა ანუკი არეშიძემ. მის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იხილეთ ანუკის ინტერვიუ
"მე ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ არც აიფონები და არც ინტერნეტით სარგებლობენ" - ანუკი არეშიძე
სურს თუ არა სოფელში ცხოვრება კახი კალაძეს და უსაუბრია თუ არა ამაზე გლამურულ წყვილს სერიოზულად, ამის შესახებ კახი კალაძეს Ambebi.ge-სთან საუბრობს:
- დღევანდელი ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ამაზე ფიქრი ცოტა რთული იქნება. მოგეხსენებათ, რამდენად საპასუხსმგებლო საქმე მაბარია - საქართველოს დედაქალს ვხელმძღვანელობ და ამ დროს მსგავს რამეს ვერ დავგეგმავ... თუმცა სოფელი, სიმშვიდე და სიწყნარე ყველას სიამოვნებს და ბუნებრივია, გამონაკლისი არც მე ვარ! განაგრძეთ კითხვა