ბევრი ადამიანი მიიჩნევს იმას, რომ ქალთა საერთაშორისო დღე- 8 მარტი ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც ნებისმიერი სხვა დღესასწაული. საინტერესოა, როგორი საჩუქრები მიიღეს ქართველმა ქალბატონებმა. მოდი ერთად გადავხედოთ, როგორ იყოჩაღეს მათმა რჩეულებმა.
შორენა ბეგაშვილმა საჩუქარად გულის ფორმის ხასხასა წითელი ვარდების თაიგული და რაფაელოს კანფეტებით სავსე ყუთი მიიღო. როგორც ჩანს მსახიობი კმაყოფილი დარჩა და პოზიტიური ღიმილით სავსე ფოტოების ჩვენთვის გაზიარებაც არ დაენანა
ცხადია ყვავილების გარეშე არც ნანუკა გუდავაძე დარჩენილა. ფოტოზე ჩანს უმშვენიერესი ფერადი თაიგული, რომელიც ბერა ივანიშვილმა საყვარელ მეუღლეს მიართვა. რძალ-დედამთილმა ოჯახური ფოტო გადაიღო და ქალბატონებს ქალთა დღე თბილი სიტყვებით მიულოცეს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები