ცნობილმა მსახიობმა თამარ სხირტლაძემ გადაცემა "
პირადი ექიმი - მარი მალაზონია" თავის დღეგრძელობის საიდუმლოზე ისაუბრა. ქალბატონი თამარი მალე 90 წლის გახდება, ამის მიუხედავად, შესანიშნავად გამოიყურება და კვლავ აქტიურად მოღვაწობს თეატრში
"თეატრში რომ მივდივარ, ზოგჯერ ვფიქრობ, არა, დღეს ვერ შევძლებ... ვერა, არ შემიძლია... მივალ და... რა უნდა დამავალონ, რომ ვერ გავაკეთო. მერე რომ მითხრან, თავიდან ითამაშე ყველაფერიო, თავიდან დავიწყებ" - ამბობს მსახიობი, რომელიც თავის შეუდარებელ ჯანმრთელობას ბავშვობის წლებს უკავშირებს.
"მე რომ მკითხოს ადამიანმა, ჩემი დღეგრძელობა ჩემი ბავშვობის წლებმა განაპირობა. დავიბადე ლაგოდეხში. ბებიაჩემს ისეთი ბოსტანი ჰქონდა და ისეთი სურნელოვანი ბოსტნეული მოჰყავდა, ვერ წარმოიდგენთ. ყველაფერი სუფთად, ბუნებრივად... დღემდე მგონია, რომ მაშინდელმა სურსათმა შემინარჩუნა მე ჯანმრთელობა.
ძალიან ბედნიერი და კარგი ბავშვობა მქონდა.
73 წელია თეატრში ვარ... დაიჯერებთ, რომ ამ დროის განმავლობაში ერთხელ არ დამიგვიანია რეპეტიციაზე? რეჟისორზე 10-15 წუთით ადრე უნდა შევიდე დარბაზში.
არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა. ბავშვს ჩააცმევდა, აჭმევდა და წაიყვანდა ბაღში თუ სკოლაში...
სამეფო უბნის თეატრში ერთ-ერთ სპექტაკლში ვთამაშობდით მე და მედიკო ჩახავა. მაშინ გახდა ჩემი შვილი ავად და გარდაიცვალა... ასეთ მძიმე დღეში ვიყავით და ჩემმა მეუღლემ მითხრა, უნდა წახვიდე და სპექტაკლში ითამაშოო. მართლაც წავედი. მან იცოდა, რომ მე თეატრი მაცოცხლებდა. დღემდე მაცოცხლებს ჩემი საქმე. ეს მახალისებს ალბათ... არც ბოროტება გამივლია გულში არასდროს. საბოლოოდ ხანგრძლივი სიცოცხლე გამომივიდა, 2 თვეში 90 წლის ვხვდები" - ამბობს მსახიობი, რომელსაც საკმაოდ ხშირად ეკითხებიან, თუ რაშია მისი უშრეტი ენერგიის წყარო.
"ძალიან მშველის შრომა, თუ არ ვმუშაობ, თუ სადმე არ გავდივარ, ავად ვარ, სულ ვკვნესი. მაგრამ თუ ჩემს საქმეს ვაკეთებ ბედნიერი ვარ" - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერტ ინტერვიუში.
თამარ სხირტლაძის ერთადერთი ვაჟი, ასევე ცნობილი მსახიობი თაზო თოლორაია უკურნებელ სენს ემსხვერპლა. მისი ავადმყოფობის შესახებ სიმართლე მხოლოდ დედამ იცოდა. ვერ შეძლო ეს ყველაფერი გაემხილა მეუღლისთვის, თაზოს მამისთვის, რომელმაც ყველაზე ბოლოს გაიგო შვილის დიაგნოზი.
სხვათა შორის, თაზოს გარდაცვალების დროს მისი ორივე ქალიშვილი ფეხმძიმედ იყო.
7 აუცილებელი წესი დღეგრძელობისა და ჯანმრთელობისთვის
ჰუნზას ტომის საიდუმლო – ყველაზე ჯანმრთელი და დღეგრძელი ხალხი