შაქრიანი დიაბეტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და რაც ყველაზე საგანგაშოა, ის ბავშვებში განსაკუთრებულად აქტუალურია. განასხვავებენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ტიპს: შაქრიანი დიაბეტი ტიპი-1 და ტიპი-2. გარდა ამისა, არსებობს ორსულთა დიაბეტი და დიაბეტის სხვა ტიპებიც, რომლებიც შედარებით იშვიათია. გართულებები შეიძლება განვითარდეს როგორც პირველი, ასევე მეორე ტიპის დიაბეტის დროს.
შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1, ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის გამოვლენაც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მატულობს. შაქრიანი დიაბეტის გამოვლინების ასაკი გაახალგაზრდავდა, ის შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. მისი განვითარების მიზეზები მრავალია და მოიცავს სხვადასხვა შინაგან თუ გარე ფაქტორს. სამწუხაროდ, შაქრიანი დიაბეტის პრევენციის მეთოდები დღესდღეობით არ არსებობს. მთავარი, რაც შეიძლება ექიმმა გირჩიოთ, ეს არის ასაკის შესაბამისი კვება ჯანმრთელი კვების პრინციპების გათვალისწინებით.
ამ სტატიაში ნაკლებად ვისაუბრებთ მიზეზებზე, რომლებიც ჯერაც არ არის ბოლომდე დადგენილი. ვისაუბრებთ სიმპტომებზე, თუ როგორ მიიტანოს ეჭვი მშობელმა დიაბეტზე და ასევე იმაზე, თუ რა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ მის შვილს უკვე აქვს დიაბეტი.
მადის შეცვლა – ბავშვს მკვეთრად აქს მომატებული მადა, დაუცხრომელი შიმშილის გრძნობა. მატულობს ტკბილის მირთმევის მოთხოვნილება. ბავშვი ნაკლებად აქტიურია, მოთენთილობა ეწყება ჭამის შემდეგ. ძილიანობა აქვს, მოდუნებულია. გაძლიერებული წყურვილი და უფრი ხშირი შარდვა. წონაში იკლებს, მადის მომატების მიუხედავად. გოგონებში შესაძლებელია კანდიდოზის (სოკოს) განვითარება.
ამ დაავადების მკურნალობაში მშობლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ. მათ აუცილებლად უნდა აითვისონ დიაბეტის კონტროლისა და მართვის, ჯანმრთელი კვების პრინციპები, რომელთა ათვისების გარეშეც ბავშვის მკურნალობა არაეფექტური იქნება.
ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება I ტიპის დიაბეტი – ინსულინდამოკიდებული. ის აუტოიმუნური დაავადებაა, რაც ნიშნავს ორგანიზმის იმუნური სისტების არასწორ მუშაობას, რაც კუჭქვეშა ჯირკვალზე ახდენს დარტყმას, ის კი თავის მხრივ ინსულინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი.
ინსულინი ჰორმონია, რომელიც აუცილებელია შაქრის შესათვისებლად, შედეგად, საკვებსა და სასმელებთან ერთად მიწოდებული გლუკოზა იმის ნაცვლად, რომ ენერგეტიკული ფუნქცია შეასრულოს, გადაუმუშავებელი სახით გამოდის შარდთან ერთად, ხვდება სისხლში. ორგანიზმის ბევრი უჯრედი ამ დროს ზარალდება საჭირო ენერგიის მიუწოდებლობის გამო. პირველი ტიპის დიაბეტს სჭირდება ინსულინის რეგულარული და აუცილებელი მიწოდება ინიექციის ან აბების ახით – ამ პრეპარატს და მის დოზას ექიმი ენდოკრინოლოგი ნიშნავს, ბავშვის გულმოდგინედ გასინჯვის შემდეგ.
კანის გასქელება ხელს უშლის ანალიზისთვის სისხლის წვეთის მისაღებად საჭირო განმეორებითი პროცედურის ჩატარებას და დაჭიმულობისა და დისკომფორტის გრძნობას ამძაფრებს პაციენტებში. ჩხვლეტის ადგილას კანი ხშირად უხეშდება და მოყვითალო ელფერს იძენს.ჩხვლეტის ადგილას წარმოქმნილი დაზიანებების ხარისხი დამოკიდებულია საჩხვლეტი ლანცეტის ხარისხზე, უჯრედებისა და ნერვული დაბოლოებების დაზიანების ჯერადობასა და ნაჩხვლეტ ადგილას სისხლის თრომბების ჩალაგების ინტენსივობაზე.
ასეთ დროს აუცილებელია, მოუაროთ ბავშვის თითებს და გამოიყენოთ ამ გართულებებისგან დამცავი საშუალებები.
"სახალხო აფთიაქში" გვირჩევენ გამოცდილი და ხარისხიანი ინგლირუსი ბრენდის, "ჰარმონიუმ ფარმას"პრეპარატ დოლბეტიქსს. ის პირველი ადგილობრივი მოქმედების პროდუქტია, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მილიონობით პაციენტის ზემოთ აღწერილი დაზიანების მკურნალობისა და პრევენციისთვის.
დოლბეტიქსის შემდგენლობაში შედის:
შარდოვანა, ალოე, არნიკა, ვაზის ფოთლების ექსტრაქტი, ვარდი, გვირილა, მენთოლი, შიის ზეთი.
ეს სპეციალური დამცავი ბურთულებია, რომლის გამოყენება აჩქარებს შეხორცების პროცესს, ხელს უწყობს მიკროჭრილობების შეხორცებას, ამცირებს ნაწიბურის წარმოქმნას, ატენიანებს კანს და აუმჯობესებს კანის გარეგან მახასიათებლებს, აქვს ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს სისხლის ნაკადის მიწოდებას, რითიც ხელს უწყობს უჯრედების გამრავლებას და აღდგენას, ამცირებს ანთებას და ტკივილს, იცავს კანს დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვისგან, აქვს დამარბილებელი მოქმედება.
თითის ბალიშების გასუფთავებისა და გამშრალების შემდეგ დოლბეტიქსი დაზიანებული კანის უბნებზე უჟანგავი ბურთულის საშუალებით დაიტანება საჭიროებისამებრ. ნატურალური, უსაფრთხო და ადვილად გამოსაყენებელი საშუალებაა.