როდესაც ბავშვი იკარგება, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ამერიკაში ყველა ადამიანს, ვისაც აქვს ტელეფონი, ინფორმაცია ძიების შესახებ ფაქტობრივად გამოცხადებისთანავე მისდის. ასე გაცილებით მაღალია ბავშვის ცოცხლად პოვნის შანსი. ამ ეფექტური სისტემის შექმნა კი პატარა ამბერის ტრაგედიას უკავშირდება...
გამაფრთხილებელი სისტემის ხმა მკაცრი და შემაშფოთებელია. სმარტფონის სპიკერი მთელი ხმით მუშაობს და გვატყობინებს ამბებს. სიგნალი შემოდის ყველა ნომრიდან, რაც დარეგისტრირებულია ირგვლივ, დღით და ღამით. შეიძლება გაგეღვიძოთ და შეგეშინდეთ, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობას კარგად ესმის, რომ ამ დროს შეიძლება გადავარჩინოთ ბავშვის სიცოცხლე. ისინი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და შეუძლიათ ნებისმიერ საეჭვო სიტუაციის დროს, გამოაგზავნონ შეტყობინება.
აშშ-ის სტატისტიკის თანახმად, ბავშვის ცოცხლად პოვნის შანსი პირველი 6 საათის განმავლობაში 3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შემდეგ საათებში.
ერთადერთი თვითმხილველი 78 წლის მეზობელი, ჯიმ კევლი, იყო რომელმაც სასაკუთარი სახლიდან დაინახა მაღაზიასთან მისული შავი სატვირთო მანქანა, რომლიდანაც გადმოვიდა მამაკაცი, მოკიდა ველოსიპედზე მჯდარ გოგონას ხელი და ჩატენა სალონში. პატარა გოგონა ყვიროდა. მეზობელმა დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია.
პოლიცია რამდენიმე წუთში მივიდა. გოგონას ეძებდა 50 პოლიციელი და FBI-ის აგენტები. 5 დღის შემდეგ მისი გვამი მდინარის პირას იპოვეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა - ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ის გააუპატიურეს.
როდესაც პოლიცია ამბერის მშობლებთან, რიჩარდ ჰაგერმანსა და დონა ვიტსონთან სახლში მივიდნენ, მათ ვერ დაიჯერეს საშინელი ამბავი. იმედი ჰქონდათ, რომ ეს რაღაც შეცდომა იყო, მათი შვილი ცოცხალი იყო და მალე დააბრუნებდნენ სახლში... მკვლელი დღემდე არ არის ნაპოვნი.
"ამბერი დღის 4 საათზე დაიკრგა, ის ჩააგდეს მანქანაში ძალით და ეს ვერავინ დაინახა? ეს უბრალოდ შეუძლებელია. პრობლემა ის კი არ არის, რომ ვერავინ დაინახა შავი სატვირთო, არამედ ის, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ რა დაინახეს."- ამბობს გარდაცვლილის დედა ტრაგედიიდან 20 წლის შემდეგ.
ოფიციალურად ამბერის განგაში იშიფრება, როგორც "საგანგებო უწყება უგზოუკვლოდ დაკარგულის შჭესახებ". ამბერის დაკრძალვის შემდეგ გოგონას დედამ თავად დაურეკა ადგილობრივ რადიოსადგურს იდეით: თუ ხელისუფლება გზავნის ინფორმაციას ამინდის შესახებ, რატომ არ შეიძლება, იგივე გააკეთოს, როდესაც ბავშვები იკარგებიან.
კონკგრესმა ეს იდეა დაამტკიცა როგორც "ამბერ ჰაგერმანის კანონი ბავშვების დაცვის შესახებ". 1996 წლიდან კი სისტემა ერთიანი გახდა და მოგვიანებით ამერიკის გარდა კანადაშიც მიიღეს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, მთელ ქვეყანაში ამ პროგრამის მეშვეობით 800-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე იხსნეს.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ დადგენილ შემთხვევებში, ხელისუფლება ამზადებს შეტყობინებას გატაცებული ბავშვის შესახებ, გამტაცებლის შესახებ და ასევე შესაძლო მანქანის აღწერილობას და ყველა ტელევიზია და რადიოსადგური უსწრაფეს დროში გადასცემს მოსახლეობა ამ ინფორმაციას მობილურ ტელეფონებზე.