ფინეთი მსოფლიოს ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, რაც გარემოს სისუფთავით - ჰაერის დაბინძურების მინიმალური დონით, წყლის რესურსების სიუხვითა და კლიმატური პირობებითაა განპირობებული.
ფინური კომპანია "ვალიო" წარმოადგენს კოოპერატიულ პრინციპზე მომუშავე ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე ასეული ფერმერი; ფერმერები თითოეულ ძროხას ინდივიდუალურად უვლიან და თანამედროვე ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფენ. მათ იციან, რომ მხოლოდ ჯანმრთელ ძროხას შეუძლია გემრიელი და სასარგებლო რძის მოცემა.
სწორედ ამიტომ, "ვალიოს" რძე არის ძალიან მაღალი ხარისხის და ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. ამ უმაღლესი ხარისხის რძის გადამუშავების პროცესი კი ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზია.
საუკუნეზე მეტია, კომპანიის სტანდარტების თანახმად, პროდუქტები საუკეთესო ფინური რძისგან იწარმოება, რომლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიმართ მკაცრი მოთხოვნებია წაყენებული - კონტროლდება რძის შეგროვება, მიღება, პირველადი დამუშავება. დაცულია ტრანსპორტირებისა და შენახვის ყველა საერთაშორისო სტანდარტი.
კომპანიაში მაქსიმალურად აკვირდებიან პროდუქციის დამხმარე კომპონენტების: ხილისა და სხვა ინგრედიენტების უსაფრთხოებასა და ხარისხს:
გარდა უმაღლესი ხარისხისა, "ვალიოს" გამოარჩევს ისიც, რომ პირდაპირ მომხმარებელსა და მის მოთხოვნებზეა ორიენტირებული. ამის დასტურია ნებისმიერ გემოვნებაზე მორგებული და ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის რეკომენდირებული ფრეშ-პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი. მათ შორის:
"ვალიოს" იოგურტების ულაქტოზო ხაზი Valio Eila - შეიცავს სასარგებლო მიკროფლორას და არ ექვემდებარება თერმულ დამუშავებას, ანუ ინარჩუნებს ყველანაირ მარგებელ თვისებასა და ვიტამინს, რაც ნედლ რძეს ახასიათებს. არ შეიცავს ემულგატორებს, კონსერვანტებს და გლუტეინის. "ვალიოს" იოგურტი მზადდება უმაღლესი ხარისხის ძროხის რძისგან, ცოცხალი ხილის დამატებით.
ვალიოს თურქული იოგურტი (Valio turkkilainen jogurtti) - ფინეთში დამზადებული, თურქული რეცეპტურის იოგურტია; 10%-იანი ცხიმის შემცველობის, გაწურულ მაწონსა და არაჟანს შორის მოქცეული იდეალური კონსისტენცია.
ზოგადად, იოგურტის სახელწოდება თურქული სიტყვა "yogurur"-დან მომდინარეობს, რაც ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რძის ნაწარმის ისტორია თურქული კულტურის ნაწილია - სწორედ ამ ქვეყანაში დაამზადეს იოგურტი პირველად.
"ვალიოს" RAEJUUSTO არის ფინური ხაჭოს ბურთულები ნაღებში - მხოლოდ 2% ცხიმიანობისა და ცილებით მდიდარი საღი რძის უნიკალური პროდუქტი.
"ვალიოს" ფრეშ-პროდუქტების სრული ასორტიმენტი, მისი ექსკლუზიური იმპორტიორის - "ევროპროდუქტის" სუპერმარკეტების ქსელშია წარმოდგენილი.
R