როგორ შეიძლება იპოვოთ სამსახური სახელმწიფოს დახმარებით - თუნდაც მუშაობდეთ და უკეთეს სამსახურს ეძებდეთ
როგორ შეიძლება იპოვოთ სამსახური სახელმწიფოს დახმარებით - თუნდაც მუშაობდეთ და უკეთეს სამსახურს ეძებდეთ
უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ოჯახის პრობლემაა. დედები, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, უდროობის გამო ვერ ახერხებენ დაწესებულ გრაფიკებს მოერგონ. ამიტომ ოჯახის რჩენა მთლიანად მამაკაცებს უწევთ. ოჯახში ერთი ადამიანის მუშაობა კი დღევანდელი ანაზღაურებების პირობებში, ყველამ ვიცით, რა რთულიცაა.
ამის გამოა, რომ დასაქმებული ადამიანებიც კი მუდმივად ეძებენ უკეთეს სამსახურს, ახალგაზრდები კი ცდილობენ, ადრევე დაიწყონ მუშაობა, რათა კარიერული წინსვლის დრო და საშუალება ჰქონდეთ.
როცა დასაქმება ასეთი აქტუალური პრობლემაა, ვფიქრობთ, მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ის საშუალებები, რასაც სახელმწიფო დასაქმების მსურველებს და სამსახურის მაძიებლებს სთავაზობს.

საქართველოში არსებობს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო ონლაინ პლატფორმა Worknet.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება კომუნიკაცია დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის.  დასაქმების პროგრამაში ჩართვა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ვისაც სამუშაოს შოვნა უნდა ან მუშაობს, მაგრამ უკეთეს სამსახურს ეძებს.

როგორ ხდება პროგრამაში რეგისტრაცია და რას სთავაზობს ის სამუშაოს მაძიებლებს  სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის, დასაქმების მაძიებელთა აღრიცხვის სამმართველოს უფროსს, ნინო აგაშენაშვილს გავესაუბრეთ


- Worknet.gov.ge არის ვებ-პორტალი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს. იგი საშუალებას აძლევს სამუშაოს მაძიებლებს შექმნას საკუთარი პროფილი, განათავსოს საკუთარი მონაცემები (განათლება, სამუშაო გამოცდილება, უნარ-ჩვევები, სასურველი დასაქმების სფერო და სხვა). იგიხელმისაწვდომია დამსაქმებლისათვის. კერძო
დამსაქმებელს საშუალებას აძლევს მარტივად, სწრაფად და უფასოდ მოიძიოს ინფორმაცია სასურველი ადამიანური რესურსების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით. პორტალზე კერძო დამსაქმებელს დამოუკიდებლად შეუძლია შექმნას და მართოს საკუთარი გვერდი, გამოაქვეყნოს კომპანიაში არსებული ვაკანსია.

- რა ხდება დარეგისტრირების შემდეგ, როგორ ხდება კომუნიკაცია დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელს შორის?

- დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შეუძლიათ ონლაინ კომუნიკაცია, ასევე შესაძლებელია სააგენტოს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების დახმარებით გაეწიოთ შესაბამისი დახმარება დასაქმების სახელმწიფო სერვისებთან ხელმისაწვდომობის მიზნით. რაც შეეხება უშუალოდ Worknet.gov.ge-ს, ყოველდღიურ რეჟიმში იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების, ჩასატარებელი ღონისძიებების (მასობრივი გასაუბრება, დასაქმების ფორუმი) და სხვა დასაქმების ხელმშემწყობი სერვისების შესახებ.

- რამდენად უსაფრთხოა საიტი, იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პირადი ინფორმაციის, მათ შორის პირადი ნომრის მითითებასთან. ხომ არ არსებობს რისკი, რომ ადამიანების პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდეს?

- ეს არის სახელმწიფო პროდუქტი, პერსონალური დაცვის სამსახურთან მჭიდრო კომუნაკაციის თანახმად გაიწერა უსაფრთხოების მექანიზმები. ასევე, სისტემაში დარეგისტრირების შემდეგ ბენეფიციარი ეცნობა ხელშეკრულებას- სისტემაში ქცევის წესების შესახებ. სისტემაში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, უფასოა და ხორციელდება ელექტრონულად, პირის უშუალო ნების გამოვლენის საფუძველზე. სისტემაში რეგისტრაცია უნდა ადასტურებდეს პირის ნებას, სისტემაში შეტანილი მონაცემები სააგენტოს მიერ გადამოწმდეს (შედარდეს) კომპეტენტური ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ წარმოებულ ელექტრონულ ბაზებთან, აგრეთვე, დამუშავდეს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნებისათვის. სისტემაში რეგისტრირებული პირი თავად უნდა განსაზღვრავდეს პერსონალური მონაცემების სხვა მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომობას. სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სისტემაში რეგისტრირებულ პირს.

- რამდენი ხანია რაც ეს პროგრამა არსებობს და რამდენად ეფექტურია?

- 2013 წლის 26 დეკემბერსს ონლაინ რეჟიმში ჩაეშვა ელექტრონული ექსპერტულ-ანალიტიკური ინტერაქტიული სისტემა Worknet.gov.ge. სისტემა მართვის ავტომატიზირებული საშუალებაა, რომელიც წარმოადგენს ინტერაქტიულ ვებ-პორტალს და იძლევა ქვეყანაში შრომის ბაზრისინფორმაციის და მუშავების შესაძლებლობას.

- რეგისტრცია უფასოა?

- დიახ, უფასოა.

- რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული სისტემაში და რამდენი ადამიანი დასაქმდა ამ პროგრამით?

- სისტემაში დარეგისტრირებულია 249 829 სამუშაოს მაძიებელი. (სამუშაოს მაძიებელი -არის ყველა ის ადამიანი- დასაქმებული თუ უმუშევარი ვინც ეძებს სამუშაოს) 2018 წელს 1888 ადამიანი დასაქმდა.

- გარდა ვაკანსიებისა, კიდევ რა პროგრამა არის შეთავაზებული სამსახურის მაძიებელთათვის?

- სტაჟირება, ფორუმი, მომზადება-გადამზადება, სუბსიდირება - ყველა პროგრამა უფასოა. ასევე, მომზადება-გადამზადების პროგრამა. სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, ინფორმაცია ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით.
რეგიონებში თუ ადამიანებს არ აქვთ საშუალება სახლიდან დარეგისტრირდნენ, უნდა მივიდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში სადაც გაეწევათ შესაბამისი კონსულტაცია.

- რა სიახლეები იგეგმება მომავალში, არის თუ არა დაგეგმილი მაგალითად, პროგრამების გაფართოება?

- აღნიშნული პროგრამები ყოველ წელს ხორციელდება. ყოველ წელს, ახალ-ახალი ინფორმაცია ემატება, სამომავლოდ სისტემა შესაძლებელია უფრო მეტად ადაპტირებული გახდეს შშმ პირებისათვის.


თამარ იაკობაშვილი

ტეგები: დასაქმება
868
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```