გორში დაკარგული 15 წლის ბიჭი სამართალდამცავებმა თბილისში, ვაგზლის მოედანთან იპოვნეს. ის უკვე სახლში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია ბიჭის დეიდამ დაგვიდასტურა. აჩი კობერიძე უკვე გამოკითხეს პოლიციაში, სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბიჭი ბებიასთან მიდიოდა, თუმცა ადგილამდე არ მისულა. მას გუშინდელი დღიდან ეძებდა ოჯახი.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვი არ დაიკარგოს - აუცილებელი ინფოგრაფიკა