როგორ ზრდის ორ ვაჟს ვალერი მელაძე და რატომ უჭირს შვილებისთვის განქორწინების ახსნა კონსტანტინე მელაძეს
როგორ ზრდის ორ ვაჟს ვალერი მელაძე და რატომ უჭირს შვილებისთვის განქორწინების ახსნა კონსტანტინე მელაძეს
ვალერი და კონსტანტინე მელაძეები, მართალია, რუსულ შოუბიზნესში საქმიანობენ, თუმცა მათ სამშობლოში ძმების, როგორც წარმატებული ქართველების, ცხოვრების მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია.
ბოლო დროს რუსულ მედიაში ორივე ძმის ოჯახური ცხოვრებისა და შვილების შესახებ გამოჩნდა ინფორმაცია. 

კონსტანტინე მელაძემ ტელეეთერში ღიად ისაუბრა ვერა ბრეჟნევასთან ურთიერთობაზე და ასევე აღნიშნა, როგორ შეხვდნენ მისი შვილები პირველი ქორწინებიდან, მამის ოჯახიდან წასვლას.
55 წლის კონსტანტინე მელაძე და 37 წლის ვერა ბრეჟნევა დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ერთად იყვნენ. მაგრამ ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონსტანტინე ცოლს, იანა სუმს გაშორდა. კონსტანტინე და იანას ქორწინება
ოფიციალურად ორ ათეულ წელს ითვლის და სამი შვილი ჰყავთ: გოგონები - ალისა და ლია და ვაჟიშვილი, ვალერი.
mshoblebi
მელაძეს არ უყვარს საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარი და ძალინ იშვიათად ლაპარაკობს პირველ ქორწინებაზე. მაგრამ ამ გადაცემაში ისაუბრა ქორწინებისა და განქორწინების დეტალებზე. კომპოზიტორის თქმით, მან დღესაც არ იცის, რა უთხრას საკუთარ შვილებს ამ განქორწინებაზე, რადგან ოჯახი სწორედ მისი მიზეზით ინგრევა.
mshoblebi
"მე ვერ ვუხსნი ბავშვებს ამ ყველაფერს, ყველაფერი დედას ავკიდე მხრებზე. ეს ძალიან მძიმე იყო, მით უმეტეს, რომ ისინი უკვე დიდები არიან და ყველაფერი ესმით"- განაცხადა მელაძემ.
ამის პარალელურად, ალბინა ჯანაბაევა, ვალერი მელაძის ცოლი, ვაჟების აღზრდის პროცესზე საუბრობს.
39 წლის ალბინა
ჯანაბაევას არ უყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება. იშვიათად თუ გამოჩნდება სოციალურ ქსელში 53 წლის ქმართან გადაღებული ფოტოებით. ხოლო ბავშვების ფოტოები მართლაც თითებზეა ჩამოსათვლელი. ამის მიუხხედავად, ცოტახნის წინ მან ისაუბრა საკუთარ შვილებზე.
mshoblebi
ვარსკვლავმა მოუყვა ჟურნალისტებს, როგორ ზრდის ვალერი მელაძე საკუთარ  ვაჟებს- 14 წლის კონსტანტინესა და 4 წლის ლუკას.
მისი თქმით, ძალიან ბედნიერია, რომ ბიჭების დედაა: "ძალიან საინტერესოა მათი განვითარების, თამაშისა და თუნდაც კამათის ყურება. უფროსი ბიჭი უკვე ცდილობს, ავტორიტეტი იყოს პატარა ძმისთვის და რა თქმა უნდა, ბიჭები მამას ეტოლებიან.
mshoblebi
გასაკვირი არაა, რომ ოჯახში მთავარი ავტორიტეტი- ვალერი მელაძეა. როგორც ალბინამ კომენტარის დროს განაცხადა, აღზრდის პროცესში საერთო ენის გამონახვა ყველაზე მნიშვნელოვანია. "ვალერი ძალიან ემოციურია და ამავე დროს, მშვიდი. როცა, რაღაცას უხსნის ბავშვებს საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებს. გაოცებული ვარ იმ სიყვარულითა და სითბოთი, რასაც ის შვილებს აძლევს"- ამბობს ალბინა.  

1094
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```