ნინი ბადურაშვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ ნელდება. ალბათ, სწორედ ამიტომ მიიწვია თათია შარანგიამ საკუთარ გადაცემაში "სთორი" და ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა.
აღმოჩნდა, რომ ნინი, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი გოგოა, გარდატეხის ასაკში საკუთარ თავს მახინჯად მიიჩევდა, მეტიც, ფიქრობდა, რომ ნათესავ-მეგობრები კომპლიმენტებს მისივე ოჯახის წევრების თხოვნით ეუბნებოდნენ.
მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ნინი აქტიურადაა საკუთარი შვილის აღზრდაში ჩართული, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ბებია ძალიან ეხმარება.
გარდა იმ კრიტერიუმებისა, რის მიხედვითაც ნინი საპირისპირო სქესის ადამიანებს აფასებს, გადაცემის წამყვანთან ერთად ღალატის თემაზეც ისაუბრა. გაგიკვირდებათ და თურმე ისეთი ლამაზი გოგოსთვისაც უღალატიათ, როგორიც ნინია: "ამ დროს ძალიან საწყალი ხდები, თვითშეფასება გივარდება და მიზეზებს ეძებ - რატომ გიღალატეს, ეს განგრევს, მაგრამ უფლება არ უნდა მისცე საკუთარ თავს, ამ ტრაგედიით იცხოვრო", - ამბობს ნინი.
თეკლა ჟვანია