9 წლის მოზარდმა დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწრობა მიიღო. შემთხვევა წუხელ ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. ბავშვს დენმა ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში დაარტყა.
დაშავებული მოზარდი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც Mshoblegi.ge-ს დამწვრობის ცენტრში განუცხადეს, მოზარდი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. დამწვარი აქვს ზედა და ქვედა კიდურები და გულ-მკერდი.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მერი ბლიაძე