ავადსახსენებელი დღე, რომელმაც სერგის ცხოვრება შეცვალა
ავადსახსენებელი დღე, რომელმაც სერგის ცხოვრება შეცვალა
ეს პოსტი სოციალურ ქსელში ვრცელდება. სერგი ფხიკიძეს კეთილი ადამიანების დახმარება სჭირდება:

ჩემო საყვარელო და კეთილო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო და უბრალოდ ქართველებო! არ შეგაწუხებთ დიდი ტექსტით, მაგრამ ამ ლამაზი, წარმატებული და არაჩვეულებრივი ბიჭის ამბავი მინდა მოკლედ გითხრათ. ერთ ავადსახსენებელ დღეს შუშის საზარელმა ნამსხვრევებმა სერგის ხელი დაუზიანეს. ზღვა ემოციების ფონზე ჩატარდა ოპერაცია (ვითომ წარმატებული, როგორც ხდება ხოლმე) და მივიღეთ უარესი შედეგი, უკიდურესი გართულებებით. სამედიცინო ტერმინებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ გეტყვით რომ სერგის სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ (კერძოდ ისრაელში) ურთულესი ოპერაცია... ნერვის გადანერგვა... რაც მოგეხსენებათ, ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც მის ახალგაზრდა
მშობლებს არ გააჩნიათ.
გთხოვთ, არ დაიზაროთ! არ გაატაროთ! არ დაინანოთ! (თუნდაც მცირედი) არ დაგვაგვიანდეს! სიკეთე ყველას დაგიბრუნდებათ! გააზიარეთ! გადაგზავნეთ! რაც მოგიხერხდებათ ის გააკეთეთ,ოღონდ დაეხმარეთ!
მიმღების დასახელება: სერგი ფხიკიძე
ანგარიშწორების ანგარიში:
GE46TB7050345061100062
TBC ბანკი
9461
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```