ეს ამბავი ბაქოში მოხდა 1970-80-იან წლებში და მთელი მსოფლიო შეძრა. ბერბეროვების ოჯახმა ორჯერ სცადა ჩვეულებრივი ლომის მოშინაურება... ორივე მცდელობა ტრაგედიებით დასრულდა.
ლევ ბერბეროვი არ იყო პროფესიონალი მწვრთნელი, თუმცა გიჟდებოდა ცხოველებზე. ასევე უყვარდა ცხოველები მის ცოლს - ნინას. მათ ოჯახში ბევრი ცხოველი იყო, მათ შორის - ლომი და პუმა. ლომი კინგი ბერბეროვმა ჯერ კიდევ ბოკვერი წამოიყვანა ზოოპარკიდან, სადაც მასზე ძუ ლომმა თქვა უარი, არ აჭმევდა და ბერბეროვმა გადაწყვიტა, თავად ეზრუნა მასზე.
საკმაოდ არააგრესიული და წყნარი ლომი აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირში ლეგენდები დადიოდა ოჯახზე, რომელსაც სახლში ლომი ჰყავდა. რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს მათზე, ხოლო კინგი რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც მონაწილეობდა. მაგალითად, სწორედ კინგია გადაღებული ცნობილ ფილმში "იტალიელების დაუჯერებელი თავგადასავალი რუსეთში". მეცნიერები ამ უჩვეულო ექსპერიმენტს აკვირდებოდნენ. ბერბეროვმა არქიტექტორი სამსახური მიატოვა და მოშინაურებული ლომის "პროდიუსერად" იქცა...
თუმცა მოულოდნელად გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და 1973 წელს კინგი მილიცელებმა ქუჩაში იარაღით მოკლეს ლომი. მილიციელები ამტკიცებდნენ, რომ ლომი გამვლელს დაესხა თავს, ბერბეროვები კი ამბობდნენ, რომ მას უბრალოდ თამაში უნდოდა გამვლელთან, აგრესიას არ ავლენდა.
კინგის სიკვდილით მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმა რომ შეემსუბუქებინათ, ბერბეროვებმა ახალი ბოკვერი მოიყვანეს - მას კინგ მეორე დაარქვეს. ეს კინგიც მოშინაურდა, მონაწილეობდა ფილმებში, თუმცა გაცილებით ცუდი ხასიათი აღმოაჩნდა და საკმაოდ აგრესიულიც იყო.
1978 წელს ინფარქტით გარდაიცვალა ლევ ბერბეროვი. მისი დახმარების გარეშე მის ცოლს და შვილებს გაუჭირდათ უკვე გაზრდილ ლომთან გამკლავება და გეგმავდნენ, ის ბერლინის ზოოპარკში გაეგზავნათ. თუმცა გეგმებს ასრულება არ ეწერა...
1980 წლის 24 ნოემბერს აგრესიის მორიგი შემოტევისას კინგი ნინა ბერბეროვსა და მის უფროს ვაჟ რომანს დაესხა თავს. ნინა რეანიმაციაში გადაიყვანეს, რომანი კი ადგილზე გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობებით.
როგორც მოგვიანებით ყვებოდნენ, ლომი პუმას გაეკიდა და მათ შორის გაჩაღდა კონფიქტი, ნინა და მისი შვილი კი მათ გაშველებას ლამობდნენ და ლომს უბრძანებდნენ, დამორჩილებოდა. თუმცა გამძვინვარებულ ლომს არაფერი ესმოდა და ორივეს დაესხა თავს.
ადგილზე მისულმა მილიციელებმა ლომიც და პუმაც მოკლეს.
ნინას რეაბილიტაციაში იმ დროის ცნობილი მსახიობი კიაზ აბდულაევი ეხმარებოდა, რომელიც მოგვიანებით მისი ქმარი გახდა და მასთან ნინას ორი შილიც გაუჩნდა.