13 წლის მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - სავარაუდოდ, სახურავზე ფოტოს გადასაღებად ავიდა
13 წლის მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - სავარაუდოდ, სახურავზე ფოტოს გადასაღებად ავიდა
რუსთავში 13 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა სახურავზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი
1287
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```