"ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა"
"ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა"
ქართული სამეფო ტახტის მემკვიდრეთა გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიკა გვარამია:


„მე არ ვიცი, სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა (მის დასაც).

რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა. არ თქვათ ახლა, მერე რატომ გაჰყვაო. ასეთ ძალადობას 99% ვერ გაუძლებდა.
მერე გაყრა (აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი ძალადობას არ თაკილობს) და სკანდალი. და ახლა სიხარულიძე თუ ბაგრატიონი.

არ
მაინტერესებს დნმ, საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება მონარქიის იდეა, მაგრამ მაინც:

ჩემი მხარდაჭერა ანა ბაგრატიონს. თუ პრინცესა უნდა გვყავდეს (ფორმალურად, ცხადია), იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი. ის საოცრება დეგრადიული პრინცი არაფერში არ წერია“.


alt"უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა... ცხოვრება დავუკავშირე უცხო ადამიანს" - პრინცესა ანა ბატონიშვილი დანგრეულ ოჯახზე პირველად ალაპარაკდა


2638
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```