გოგონა, რომელიც რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, 13 წლის ლიზი ვადაჭკორიაა. იგი მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, გოგონა რუსთავში კერძო სკოლა "რეცაში" სწავლობდა. ის მამასთან ერთად ცხოვრობდა, დედა კი იტალიაში სამუშაოდაა წასული. ლიზის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა დედას უკვე შეატყობინეს და ის საქართველოში ხვალ ჩამოვა.
კორპუსის მცხოვრები, სადაც შემთხვევა მოხდა, იხსენებს, რომ დაახლოებით 13:30 წუთზე სადარბაზოს კიბეებს გვიდა, რა დროსაც იქ ორი უცხო გოგონა შევიდა. განაგრძეთ კითხვა