ცნობილი მწერლები მკითხველებთან შეხვედრებს მართავენ - ნუ გამოტოვებ ამ ლამაზ დღეებს
ცნობილი მწერლები მკითხველებთან შეხვედრებს მართავენ - ნუ გამოტოვებ ამ ლამაზ დღეებს
ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ და დაუვიწყარ კვალსაც ტოვებენ ჩვენზე. ასეთი ძლიერი შთაბეჭდილებების მოხდენა მხოლოდ შემოქმედ ადამიანებს შეუძლიათ და მათ შორის ყველაზე მეტად, ალბათ, მწერლებს.

მწერალი სრულიად სხვა, უხილავ გზებს პოულობს ადამიანთა გულებისკენ, მას არა მხოლოდ კალმით, სიტყვითაც შეუძლია შთაგაგონოს და დაგმუხტოს სასიცოცხლო ძალებით. არადა, რამდენი ადამიანი იცით, ვისაც მწერალი სალაპარაკოდ "ჩამოჯდომია" და მასთან გულითადად უსაუბრია? ალბათ ძალიან ცოტა. სხვათა შორის, მწერლებსაც აქვთ მოთხოვნილება, თავიანთ პოტენციურ მკითხველს რეალურ ცხოვრებაში შეხვდნენ და უფრო ახლოს იგრძნონ მათი ემოცია. ამით
წიგნების მიმართ დამოკიდებულებაც იცვლება და კითხვის დროსაც მე ემოციას განიცდი.

მწერლისა მკითხველის დაახლოებას, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას ყველაზე კარგად ისევ გამომცემლობები და წიგნების მაღაზიები ახერხებენ. ამიტომაც წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდმა ქსელმა ბიბლუსმა რამდენიმე გამომცემლობასთან ერთად მასშტაბური პროექტი - "ერთი დღე ბიბლუსში" დაიწყო. ეს პროექტი თავისი არსით უნიკალურია და თავიდან ბოლომდე წიგნის და ქართველი მწერლების პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტში ჩართულები გამომცემლობები პალიტრა L, დიოგენე, არტანუჯი და სხვა.
mshoblebi
პროექტის ფარგლებში ჭავჭავაძის გამზირსა და გაგარინის მოედანთან მდებარე "ბიბლუსი გალერეებს" ყველასთვის საყვარელი ბესტსელერების ავტორები სტუმრობენ. ისინი ხვდებიან მკითხველებს და ესაუბრებიან მათ შემოქმედებაზე, საჭიროების შემთხვევაში ურჩევენ სხვადასხვა წიგნებს, რომლებმაც,
შესაძლოა, მკითხველების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალონ.

პროექტმა, რომელიც მთლიანად კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ბიბლუსის მომხმარებლებს შორის.

გალერეებს უკვე ესტუმრნენ ცნობილი მწერლები: პროექტ გახდი ბესტსელერის გამარჯვებულები - "შემოვალ ეტლით" ავტორი შორენა ხუხუა და "აღიარება ხელისგულზე" ავტორი თათული ღვინიანიძე, ასევე ნათია ჯაგოდნიშვილი და ელის დოჯსონი

16 მარტს, ჭავჭავაძის სტუმარი იქნება ცნობილი მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, რომელსაც უკვე მოუთმენლად ელის მკითხველი.

თითოეულ თქვენგანს აქვს შესაძლებლობა ბიბლუსის ფეისბუქგვერდზე კომენტარების სახით გამოთქვათ სურვილი ამა თუ იმ მწერლის მოწვევასთან დაკავშირებით. ასე მოხდა კეეკელიძის შემთხვევაში. ის მკითხველების თხოვნით მოვა ბიბლუსში.
mshoblebi
27 მარტს კი გაგარინის ფილიალს ეწვევიან საუკეთესო რომანის ნომინაციაში ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებული წიგნის "გადამალვას" ავტორი ალეკო შუღლაძე და ბესტსელერ "გათხოვილი ქალის დღიურის" ავტორი თეა ინასარიძე, 1 აპრილს ჭავჭავაძის სტუმარი იქნება ტორესა მოსი, 15 აპრილს კი "ქალაქი წყალზე" ავტორი სალომე ბენიძე.

პროექტი "ერთი დღე ბიბლუსში" მომავალშიც გაგრძელდება, თუ მკითხველებს სურთ შეხვდნენ მათ საყვარელ ქართველ ავტორებს დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღონ ავტოგრაფები, ბიბლუსი ამისთვის მათ საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს.

დეტალური ინფორმაცია შეხვედრებთან დაკავშირებით ყოველთვის ბიბლუსის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება. მკითველებმა აუცილებლად უნდა ადევნონ ამ გვერდს თვალი. აქ შეიტყობენ ინფორმაციას კონკრეტული შეხვედრების და გრაფიკის შესახებ. ეს ინფორმაცია ყოველთვის წინასწარ ანონსდება.
https://www.facebook.com/biblusi.ge/
258
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```