სოფო ბედიამ პატარა ანდრიას ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც სოფოსა და მისი მეუღლის - მიშა მესხის ახლობლები წერენ სოციალურ ქსელში, ანდრია ორივეს ჰგავს, თუმცა უფრო მიშას ამსგავსებენ. ერთ-ერთი მეგობარი წერს, რომ ანდრია ძალიან ჰგავს მიშას ბავშვობაში.
წყვილისთვის ანდრია პირველი საერთო შვილია, ისე კი სოფოს პირველი ქორწინებიდან ვაჟი ნიკოლოზი ჰყავს.
სოფო და მიშა 2015 წელს დაქორწინდნენ, მას შემდეგ დიდი სურვილი ჰქონდათ, საერთო შვილი ჰყოლოდათ და დაახლოებით სამი წლის თავზე ქვეყანას ანდრია მესხი მოევლინა. თვიდან მსობვლები პატარას გამოჩენას ერიდებოდნენ, ცოტა მოგვიანებით კი მომღერალმა ბავშვის ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.