"ტვ პალიტრანიუსის" და "რადიო პალიტრას" წამყვანი, ყველასთვის საყვარელი თამთა ასათიანი დედა გახდა.
მან ცოტა ხნის წინ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა და სოციალური ქსელით აცნობა გულშემატკივრებს პატარა გოგონას დაბადება:
"ცხოვრების მთავარი შეხვედრა შედგა!
ლენკა კოპალეიშვილი".
თამთა ასათიანი:
- პატარა დღეს დაიბადა, დილით 11 საათზე. 9-თვიანი მოლოდინი ბედნიერად დააგვირგვინა, თუმცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად გამძაფრებული მქონდა მოლოდინი და ძალიან ხშირად ვფიქრობდი და წარმოვიდგენდი, როგორი შეიძლება ყოფილიყო. პირველად რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა და ახლაც როცა ვუყურებ, კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ ეს პატარა გოგო ჩემი შვილია, რომელიც ჩემს ცხოვრებას სრულიად შეცვლის. 3.700 დაიბადა, 51 სანტიმეტრი, მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა და ამისთვის დიდი მადლობა ჩაჩავას კლინიკას და პერსონალს. საბედნიეროდ, ორსულობაც კარგი მქონდა, თითქმის 9 თვე აქტიურად ვმუშაობდი და ვერ ველეოდი ჩემს საქმეს და "პალიტრანიუსს". ჯერჯერობით მშვიდი გოგოა და სულ ძინავს... ვფიქრობ, მალე დავუბრუნდები ჩემს საქმეს.
ვულოცავთ თამთას ამ დიდ სიხარულს და ბედნიერ დედობას ვუსურვებთ!