ქეთა თოფურიასა და გუფის დაშორების შემდეგ მათ შესახებ საუბრები მაინც არ ცხრება. რუსულ პრესაში ამჯერად გუფის (მომღერალ ალექსეი დოლმატოვის) ინტერვიუ გამოჩნდა. გუფმა აღიარა, რომ სახლში ახლაც უკიდია ყოფილი შეყვარებულის პორტრეტი.
მართალია, წყვილი გასული წლის შემოდგომაზე დაშორდა ერთმანეთს, თუმცა გუფი ამბობს, რომ ყოველთვის ეყვარება ქეთა.
"საერთოდ არ ვარ მასზე ნაწყენი. მე ის ძალიან მიყვარს და უთქვენოდ გავერკვევით ერთმანეთთან", - თქვა ამასწინათ რეპერმა.