ბაგრატიონების ოჯახი დღეს საყოველთაო განხილვის თემაა. თუმცა ნუგზარ ბაგრატიონი და მისი მეუღლე ლეილა ყიფიანი სამეფო სტატუსის გარეშეც კარგად ნაცნობი სახეები არიან ქართველი ხალხისთვის. წყვილმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნო. "ღიმილის ბიჭებში" შესრულებული როლებით მაყურებელმა მალე შეიყვარა ისინი, განსაკუთრებით კი - შეუდარებელი ლეილა ყიფიანი. მის მიერ შესრულებული როლები დღემდე დაუვიწყარია ქართველი მაყურებლისთვის. ნუგზარ ბაგრატიონი მოგვიანებით რეჟისორი გახდა. "ფილმის გადაღების პერიოდმა ყველანი დაგვამეგობრა, მერე კი... არ ვიცი, რა მოხდა... არასოდეს მიფიქრია მის სამეფო წარმოშობაზე, უბრალოდ, შეგვიყვარდა ერთმანეთი. ლექსებს მიკითხავდა ხშირად, სამაგიეროდ, დამჩაგრა და მხოლოდ ერთ სპექტაკლში მათამაშა" - იხსენებს ლეილა ყიფიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ბევრმა არ იცის, რომ ეს ულამაზესი ცისფერთვალება გოგონა კინოში საბალეტო სასწავლებლიდან მოხვდა. ხუთი წელი გაატარა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. შემდეგ ფიგურულ სრიალზე შევიდა და მალე პირველი როლიც გამოჩნდა. ჯერ ფილმ "მე ვხედა მზეში" გამოჩნდა. შემდეგ - "ლონდრესა" და "ღიმილის ბიჭებში".
განსაკუთრებით თბილად იხსენებს მისი სასცენო პარტნიორი, სოსიას როლის შემსრულებელი გელა ჭიჭინაძე.
"ასეთი საყვარელი გოგო არა მგონია, კიდევ დაიბადოს. ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი. გადაღებისას გამოვუტყდი სიყვარულში და იმდენი იცინა, მეწყინა და გავებუტე - ნახევარი ფილმი ისე გადავიღეთ, ხმა არ გამიცია, თუმცა ეს ამბავი არავის გაუგია. მერე მოსკოვში, ფესტივალზე შევრიგდით" - აცხადებდა გელა ჭიჭინაძე
"კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.დღეს წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანა და მაია ბაგრატიონები.
"ნუგზარი არ აღუზრდიათ ჩაგონებით, შენ ტახტის მემკვიდრე ხარო. არც ჩვენ აღვზარდეთ ასე ჩვენი შვილები. მაშინ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ. დარწმუნებული ვარ, შინაგანად არც ჩემი შვილები შეიცვლებიან და მით უფრო - არ შევიცვლებით მე და ნუგზარი. ნუგზარს არ უყვარს ზედმეტად ყურადღების მიპყრობა, თავის გამოჩენა, ბატონი პეტრეც ასეთი იყო - ეგეთები ვართ და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ", - ამბობდა ლეილა ყიფიანი.
ნუგზარ ბაგრატიონის დედა ლია მგელაძე
სწორედ უფროს ქალიშვილს, ანას მოუწია სამეფო ოჯახისთვის მსხვერპლის გაღება. გვარისა და სამეფო ტახტის ინტერესებისთვის ის დავით ბაგრატიონზე დაქორწინდა, რომელიც სამეფო წარმომავლობის მიუხედავად, სრულიად უცხო იყო მისთვის. არადა, ამ ისტორიულ ქორწინებამდე ანა გათხოვილი იყო, სიყვარულით შექმნილი ოჯახი ჰქონდა და წყვილი ორ ქალიშვილსაც ზრდიდა. ანას პირველი მეუღლე გრიგოლ მალანია გახლდათ, რომელსაც ქორწინებისთანავე ჩამოართვეს პირობა, რომ მომავალ შვილებს ბაგრატიონის გვარზე დაწერდა.
პატარა პრინცესები უფლისწულთან ერთად
სიძემ პირობა შეასრულა, თუმცა უცნობი მიზეზების გამო მათი ოჯახი დაინგრა.
ვერც დავითთან ქორწინებამ მოუტანა ანას ბედნიერება და ეს კავშირიც მალე დაირღვა. სამაგიეროდ, დაიბადა ტახტის მემკვიდრე, უფლისწული გიორგი ბაგრატიონი, რომელიც დღეს 9 წლისაა.
როგორ გამოიყურებიან ახლა და რას საქმიანობენ "იავნანას" ქეთო და მისი ცნობილი დედა
"უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა... ცხოვრება დავუკავშირე უცხო ადამიანს" - პრინცესა ანა ბატონიშვილი დანგრეულ ოჯახზე პირველად ალაპარაკდა