"მაიას წარმატებები და გაძლება ამ ვეშაპების ხელში..." - მაია ასათიანის ფოტო, რომელსაც განხილვა მოჰყვა
"მაიას წარმატებები და გაძლება ამ ვეშაპების ხელში..." - მაია ასათიანის ფოტო, რომელსაც განხილვა მოჰყვა
თოქ-შოუ "პროფილის" ფეისბუქ გვერდზე მაია ასათიანის ფოტოს გამოქვეყნებას, რომელიც სიახლეებს აანონსებს შოუში, დიდი განხილვა მოჰყვა. ძალიან ბევრი აკრიტიკებდა მაიას, მათი შეხედულებით, შეუფერებელი ფოტოს გამო. თუმცა ტელეწაყვანს დამცველი და მაქებარი მეტი გამოუჩნდა და წარმატებები უსურვეს მასაც და მის გადაცემასაც. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:

"ყველაზე მაგარი ქალია... ყველაზე მაგარი დედაა და მისაბაძი. დიდი ტკივილის მიღმა გავიღიმოთ - ასეთია ცხოვრება. რაც მეტად გვეტკინება, მეტად გავიღიმოთ."

"ძაძები რომ ეცვას და სახედახოკილი იყოს, ბედნიერები იქნებით ხომ?"

"ეს ხალხი ასეთი კრიტიკულები და გარკვეულები, როგორც სხვის ცხოვრებაზე, არიან
თავიანთ ცხოვრებაზე რომ იყვნენ, 100 წლით წაიწეოდა საქართველო განვითარებით".


"ხალხო, რით ვერ დაიღალეთ კრიტიკით. გეყოთ. ვისაც მისი გშურთ, მისი გზა გაიარეთ და სხვებმა გაკრიტიკონ, მერე როგორ იქნება..... მაიას წარმატებები და გაძლება ამ ვეშაპების ხელში".

"ბევრს გიხარიათ წაქცეული ქალი... მისნაირი ძლიერი ქალი ბევრია, რომელსაც გული ტკივილით აქვს სავსე და ხალხს ის ახარებს, წაქცეული და გულგახეთქილი. ამიტომაა ნათქვამი, მტერსაც უნდა გაუღიმო, რომ უარესად გაღიზიანდეს".

alt"დიახ, სიცოცხლეს ვაგრძელებ!" - რატომ მოხვდა მაია ასათიანი კლინიკაში და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა


6793
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
]][[
2
აქ მკითხველის უმეტესობა სწორ რჩევას იძლევა და თუ კითხულობ და გაინტერესებს რას ფიქრობენ შენზე, მაშინ გაითვალისწინე, გარდა მაგისა რედაქცია რატომღაც შლის იმ კომენტარებს სადაც წერია თუ რას ემსახურება რეალურად შენი ეს გამომწვევი და სექსუალური ფანტაზიების გამღვივებელი ქმედებები, უბრალოდ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და კავალერი გჭირდება... ეს თუ ასეა, უბრალოდ შეგიძლია რომ თქვა და ასე ვულგალურად ეს არ გამოხატო.
15:46 / 17-03-2019
Izi
1
ზომიერება და მხოლოდ ზომიერება საყვარელო მაიკო, არავის უნდა დაცემული და სახედახოკილი გნახოს, ჩაიცვი ლამაზად,არა მკერდმოშიშვლებული, ჩაიცვი მოდურად, არა ძაძები, რასაც მეც ვეწინააღმდეგები, ოღონდ სიშიშვლის გარეშე მაიკო, ვინ გაცმევს, ვინ არის ასეთი რეგვენი და შენი მტერი, რომელ ჟურნალისტს აცვია ეგრე, ინგას თუ ნანუკას, არცერთს. დასაცინი ნუ ხდები მაიკო საყვარელო. ბედნიერი ვერასიდეს ვეღარ იქნები მაგრამ ეცადე შენს ცხოვრებას აზრი მისცე, იცოცხლე ნუცასთვის, მის სახელზე გაზარდე ვინმე ან...
10:09 / 17-03-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```