ბავშვებიან ოჯახში თემა - "წიგნი წაიკითხე" - არასოდეს ნელდება. დიახ, მშობლებს გვინდა, რომ ბავშვს დასვენების დღეებშიც გული წიგნისკენ მიუწევდეს, თანაც ჩვენი შეხსენების გარეშე...
სამწუხაროდ, ასე ხშირად არ ხდება და პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ვერცერთმა წიგნმა ვერ დააინტერესა ისე, გართობა რომ დაავიწყოს.
ამ საკითხზე მსოფლიოშიც ბევრს ფიქრობენ. ცდილობენ ისეთი სიუჟეტები შეარჩიონ, თანამედროვე მოზარდის ინტერესებთან, ცხოვრების წესთან და სურვილებთან რომ ახლოს იდგეს. დადებით ფასეულობებს შთააგონებდეს და თან შემეცნებითიც იყოს...
რატომ ვხარჯავთ უფროსები ამდენ ძალისხმევას, რომ ბავშვს კითხვა შევაყვაროთ? რა როლი აქვთ წიგნებს ბავშვის განვითარებაში?
კითხვის პროცესი უნარების მთელ ჯაჭვს ავითარებს. წარმოიდგინეთ, ჯერ ასოებს სწავლობენ, შემდეგ ამ ასოებისგან სიტყვები უნდა "შეაკოწიწონ" , მერე - წინადადები. ამით ბავშვი ივარჯიშებს ე.წ. "მუშა" მეხსიერებას, რათა ფრაზის დასაწყისი და დასასრული ერტმანეთს ლოგიკურად დაუკავშიროს, აბზაციდან აბზაცზე გადაერთოს, მეორე გვერდზე წაკითხული პირველის გაგრძელებად აღიქვას. გონების ასეთი ელვისებური მოქმედება ძლიერ ბიძგს აძლევს ფანტაზიას. ფურცელზე ამოკითხული სიტყვები ხომ გონებაში ცოცხლდება, ყველა გმირი ბავშვის წარმოსახვაში ისხამს ხორცს, ეს კი ყველაზე დიდი ვარჯიშია ტვინის შემოქმედებითი განვითარებისთვის. ამით განსხვავდება წიგნი ფილმებისა და მულტფილმებისგან. ამ უკანასკნელში ყველაფერი უკვე მზა სახით არის მოცემული და გონებას აღარფერი რჩება შთაგონებისთვის: ჩარჩოები დაწესებულია, ფანტაზიას კი ფრთები აქვს მოჭრილი. სხვათა შორის, თუ წარმოსახვა ბავშვობაშივე არ გაიმდიდრა ადამიანმა, მერე მოზრდილს ძალიან უჭირს განსხვავებული აზრის შექმნა, კრეატიული აზროვნება და ანალიზის უნარი.
კითხვის დროს, როცა ბავშვი ფაქტებს შორის ლოგიკურ კავშირს ამყარებს, ეძებს მიზეზშედეგობრივ კავშირებს, ყალიბდება იმგვარი აზროვნება, რომელიც ძალიან კარგი ფუნდამენტია სწავლისა და განათლების მისაღებად. რაც მთავარია, ბავშვი რეალურად განიცდის პერსონაჟის თავგადასავალს, სწავლობს კარგისა და ცუდის გარჩევას, არჩევანს აკეთებს, თუ ვის მხარეს იყოს. სწორედ ამ ემოციების თავიდან განცდის სურვილი აქვთ ბავშვებს, როცა უკვე წაკითხულ წიგნებს უბრუნდებიან.
კითხვა ადამიანს სიტყვათა მარაგს უმდიდრებს და მეტყველების განვითარებაში ეხმარება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავისა და საქმიანობის წარმოჩენისთვის, შესაბამისად - წარმატების მიღწევისთვის.
ახლა არდადეგებია. პატარებს ყველაზე მეტი დრო აქვთ წიგნებთან საურთიერთობოდ. ამიტომ მშობელმა აუცილებლად უნდა ისარგებლოს ამ მომენტით და კიდევ ერთხელ გადაავლოს საბავშვო წიგნების ჩამონათვალს თვალი. წიგნების ყველაზე დიდი სამყარო კი ბიბლუსის ქსელში გელოდებათ. აქ უამრავი წიგნია, სადაც ბავშვი აუცილებლად შეარჩევს სასურველს, ისეთს, როემსაც სიამოვნებით ჩაუჯდება. წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე გაყიდვად გამოცემას. მათ ბავშვები და მშობლები ყველაზე ხშირად ირჩევენ.
ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი ნოდარ დუმბაძე - საბავშვო ლექსები იასამნისფერი პატარა პრინცი მაგარი ყდა მეგობრების დღიური მოემზადე სკოლისთვის - ქართული ანბანი საიდუმლო წიგნაკი ბიჭებისათვის საიდუმლო წიგნაკი გოგონებისათვის გოდერძი ჩოხელის მოთხრობები ქართული ხალხური ზღაპრები ყვითელი პავლიაშვილი ქართული ანბანი - საბავშვო ლექსები სულაკაური ჩემი პირველი ბიბლია. ოქროს კოლექცია - ჩემი საყვარელი კლასიკური ზღაპრები საბავშვო ლექსები - გივი ჭიჭინაძე (პატარა) ცხოველები - ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი გასაოცარი ქალები დედაენა - აი ია ფიფქია - მოძრავი ნახატებით ააწყვე პაზლი-კომბლე პატარა ქალაქის ზღაპრები (გურამ პეტრიაშვილი). ფაზლებიანი საქართველოს ატლასი ჩემი პირველი ასაწყობი წიგნი - სამი გოჭი (ელფი) ენციკლოპედიები
საბავშვო ენციკლოპედია
პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის ოქსფორდის საბავშვო ენციკლოპედია მსოფლიოს საოცრებები რბილი ცოდნის სამყარო
"ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი" იმდენად კარგად არის ილუსტრირებული, ტექსტებიც ისე დოზირებულად, მარტივადაა მოწოდებული, რომ ბავშვს დადებითი ემოციის ფონზე მიაწვდის პასუხს უამრავ კითხვაზე.
ყველა თაობის ბავშვისთვის საყვარელ გამოცემებად რჩება ზღაპრები, ლექსები, წიგნები ფაზლებითა და ასაწყობი ელემენტებით. ეს გასართობი დეტალები დადებიტად განაწყობს ჩვენს შვილებს წიგნებისადმი და მოგვიანებით კითხვაც მათი ბუნებრივი მოთხოვნილება ხდება.
ადრეული ასაკიდანვე შეუწყვეთ ხელი ბავშვის წიგნთან დამეგობრებას, მიაჩვიეთ წიგნების მაღაზიაში სიარულსა და შერჩევას, წიგნიერება ბავშვობიდან და სახლიდანვე იწყება.