გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა.
საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს "ჯიპის“ მარკის მანქანა შეეჯახა, შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი. გარდაცვლილი 25 წლის ნიკა გუჯეჯიანია.ნიკა გუჯეჯიანს სარეკლამო სფეროში კარგად იცნობდნენ.
ის საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი იყო. დაამთავრა ჰამბურგში Miami Ad School, მუშაობდა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ისეთ ცნობილ სარეკლამო კომპანიებში, როგორებიცაა - BBDO Berlin, Y&R Prague და JWT Metro-ში.
ნიკა გუჯეჯიანი იყო პროექტ Qvevri.xyz-ის ანუ 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის იდეის თანაავტორი. მან დავით მიზანდართან და გიორგი მამასახლისთან ერთად იპოვა ტექნოლოგია, რომელიც ქვევრს 3D-ში აშენებს. ახალგაზრდებმა ჰოლანდიაში მიაკვლიეს კერამიკოსს, რომელსაც დოქტორანტურა აქვს დაცული 3D პრინტერების შექმნაზე და მასთან თანამშრომლობითა და GITA-ს მხარდაჭერით, 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი პირველი ქვევრის პროტოტიპიც შექმნეს. განაგრძეთ კითხვა