პატარძალს უნდოდა, მის საყვარელ ადამიანს განსაკუთრებული შთაბეჭდილებები და მოგონებები დარჩენოდა ქორწილიდან. მას ეს ნამდვილად გამოუვიდა. სტუმრებმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლეს...
ცოტა ხნის წინ, Youtube- ზე გამოჩნდა ავსტრალიელი წყვილის ელიზაბეტისა და სკოტის საქორწილო ცერემონიალის ამსახველი ვიდეო. ვიდეოში ჩანს ის მომენტი, როცა ძვირად ღირებულ კაბაში გამოწყობილი პატარძალი მიდის საკურთხეველთან და მას ელოდება მამაო. მოულოდნელად ის შეჩერდა და ყველა გააოცა. ჩაირთო მუსიკა, ამერიკელი მომღერლის, კრისტინა პერის "ათასი წელი“ და ელიზაბეტმა დაიწყო სიმღერა ჟესტურ ენაზე.
ამას სკოტი ნამდვილად არ ელოდა. მას სმენის დაქვეითება 5 წლის ასაკიდან დაეწყო. 8 წლის ასაკში კი საერთოდ აღარ ესმოდა. 2 წლის წინ მან გაიცნო 2 შვილის დედა ელიზაბეტი და ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ.
ქალმა მაშინვე დაიწყო ჟესტური ენის შესწავლა, რომ შეძლებოდა სკოტთან ურთიერთობა. ქორწილისთვის მან ჩუმად ისწავლა სიმღერა ჟესტურად.
"სკოტს არ შეეძლო ცრემლების შეკავება. ქორწილის დასრულების შემდეგ ასჯერ უყურა ვიდეოს და აღფრთოვანებული იყო“, – ამბობს ელიზაბეტი.
"მე ვიღებდი შეტყობინებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩემით აღფრთოვანებული ადამიანებისგან, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილების დედებისგან. ისინი მეუბნებოდნენ, რომ მე მათ მივეცი იმედი, რომ მათი შვილები შეძლებენ ნამდვილი სიყვარულის პოვნას მომავალში“.