როგორც იცით, წელს აღდგომა 28 აპრილს არის. დავინტერესდით, რამდენი დღე დაისვენებენ სკოლებსა და ბაღებში სააღდგომოდ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ სააღდგომოდ სკოლებში მოსწავლეები 26 და 29 აპრილს დაისვენებენ. იგივე ეხება ბაღებსაც – ოფიციალურად დასვენების დღედ პარასკევი და ორშაბათია გამოცხადებული.
რაც შეეხება სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციას, სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ დადგენილა ვადები და, სავარაუდოდ, ინფორმაცია აპრილის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება.
თამარ იაკობაშვილი