13 წლის რუსმა გოგონამ, პოლინა უვაროვამ, რომელიც რამდენიმე ფილმში თამაშობს, თვითმკვლელობა სცადა. საბედნიეროდ, გოგონას გადარჩენა შეძლეს.
გოგონას სერიალებში აქვს მიღებული მონაწილეობა, თუმცა ამ ფაქტით უფრო გახდა პოპულარული, რადგან მის შემთხვევაზე ყველა წერდა. როგორც გაირკვა, პოლინა კლასელებს ეჩხუბა, რომლებმაც შემდეგ მეგობრებიდან ამოშალეს. ამან მასზე სერიოზულად იმოქმედა, დედასაც ესაუბრა თავის განცდებზე, თუმცა როგორც ჩანს, მაინც ვერ დამშვიდდა და გადაწყვიტა, ტავი მოეკლა. საბედნიეროდ, მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, უშველეს და უკვე საავადმყოფოდანაც გამოწერეს. ახლა ფსიქოლოგებთან დადის.