ეს ცისფერთვალება ლამაზმანი ქსენია ბელოუსოვაა. ის დაიბადა ტიუმენში, იქვე დაიწყო მოდელის კარიერა, მოგვიანებით კი გაემგზავრა აშშ-ში პოდიუმის დასაპყრობად. გასაკვირი არ არის, რომ მას ამერიკაში უფრო იცნობენ, ვიდრე თავის სამშობლოში.
შტატებში მოდელი შეხვდა თავის სიყვარულს. მალევე დაქორწინდნენ და შეეძინათ ულამაზესი გოგონა.
სამოდელო ბიზნესში ქსენია 15 წლის ასაკში ჩაერთო.
სამოდელო სააგენტოში დედამ მიიყვანა. დედის არჩევანმა გაამართლა: გოგონა თავით გადაეშვა სამოდელო სამყაროში. "ვიცე-მის"-ის, "მის რუსეთის" ტიტულის მოპოვების შემდეგ, მცირეხნიანი შესვენება გააკეთა და სწავლას მიჰყო ხელი.
ქსენია ბავშვობიდანვე ოცნებობდა ამერიკაში ცხოვრებაზე. ამბობს, რომ სამოდელო ბიზნესს შტატებში ძალიან სერიოზულად უდგებიან. მან შეიყვარა თავისი სამუშაო.
წელიწადში ორჯერ მოდელი სამშობლოში ჩამოდის, რათა ინახულოს მშობლები, მეგობრები და ნათესავები.
შტატებში გაიცნო ახალგაზრდა კაცი, რომელთან ერთადაც ბედნიერად ცხოვრობს. წყვილს გაუჩნდა ულამაზესი გოგონა, რომლის ფოტოებიც მთელ სოციალურ ქსელშია გავრცელებული. "გენების საოცარი კომბინაციაა", "შოკოლადის ანგელოზია" - წერენ გამომწერები.
ფერებით მამას ჰგავს, თუმცა ნაკვთები დედის აქვს.
ოჯახის ფოტოების თვლიერებისას ჩანს, რომ წყვილი ძალიან ბედნიერია.
მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ტყუპად აღიარებული გოგონების ძმაც სამოდელო ბიზნესში ჩაერთო (ფოტო+ვიდეო)