ბავშვობაში ძალიან მნიშნელოვანია, ადამიანი საკუთარი ხელებით ქმნიდეს რაიმე ახალს. ეს პატარას განვითარებაში ეხმარება და აძლევს საშუალებას, თავის ენერგიას სწორი მიმართულება მისცეს. საკუთარი ხელებით რაღაცების დამზადება, თამაშით რეალურად საჭირო საქმის შესწავლა, ბავშვების ცხოვრებას გააფერადებს. ხანდახან გვჭირდება, რომ ცოტა ხნით სამყაროს გამოვეთიშოთ და რაიმე შემოქმედებითით დავკავდეთ, ხოლო თუ ამას ჩვენ ვერ ვახერხებთ, ჩვენს შვილებს მაინც არ უნდა მოვაკლოთ ეს ბედნიერება. ფერადი აქსესუარების, ფუმფულა სათამაშოების, გრავირების ტექნიკის შესწავლა, მოზაიკით ნახატების შექმნა, პატარებს ახალ სამყაროს უჩვენებს. შეიძლება, მალე ეს გამოცდილება დამატებით პროფესიადაც აქციონ.
ბიბლუსი დიდი ხანია ზრუნავს იმ პატარებზე, რომელთაც სურთ საკუთარი ხელებით რაიმე ახალი ნივთები შექმნან. შესაბამისად ბიბლუსის მაღაზიებში შეხვდებით ბევრ ისეთ პროდუქციას რაც ბავშვებს ხელსაქმის დაწყებაში გამოადგებათ. აქვე ფუნქციონირებს კრაფტის კუთხე. საბავშვო ხელსაქმის მასტერკლასზე "არტი და კრაფტი" 4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, ამ თავგადასავლის მონაწილენი გახდნენ.
21 მარტს 16:00 და 17:00 საათზე ბიბლუსი გალერეაში, კანდელაკის 7 ნომერში საბავშვო ხელსაქმის მასტერკლასი "არტი და კრაფტი" გაიმართება,სადაც დასწრების ღირებულება მხოლოდ 10 ლარია. აქ თქვენი პატარები სრულიად ახალ, საოცარ სამყაროში შეაბიჯებენ. თვალსაწიერს გაიფართოვებენ და ფანტაზიის უნარს განივითარებენ. ალბათ არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, საკუთარი ხელებით დამზადებული ნივთების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება შეგეძლოს. ამ პროცესით მშობლებიც უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ. ბავშვები მასტერკლასზე დამზადებულ ნივთებს სახლში წაიღებენ და დამატებით საჩუქრად ხელსაქმის კომპლექტებსაც მიიღებენ.
ასე რომ, "არტი და კრაფტი" ნამდვილად საინტერესო შესაძლებლობაა იმ მშობლებისთვის, რომლებთაც უნდათ თავიანთი პატარების ცხოვრება უფრო გააფერადონ. ამ მასტერკლასით მიღებული ემოციები ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენს შვილებზე, რადგან კრაფტი ნამდვილად ისაა რაც პატარებს დიდ ბედნიერებას მიანიჭებს.
დასარეგისტირებლად, ეწვიეთ ლინკს: https://goo.gl/forms/Jc9HEtC83jKgxGRS2