ამ დღეებში მოსკოვის პოლიციის თანამშრომლებმა გადაარჩინეს გოგონა, რომელიც სრულიად მარტო დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა ერთ-ერთ სახლში. გამოძიების შედეგად ბევრი უცნაურობა გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გოგონას აღზრდით არავინ იყო დაკავებული. პოლიციას სახლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მიმართა. ის ყვება, რომ რამდენიმე დღე გვერდითა სახლიდან ესმოდა ბავშვის ყვირილის ხმა. როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა კარი შეამტვრიეს, იქ დახვდათ 5 წლის გოგონა. ოთახი სავსე იყო ნაგვით. ბავშვს კი ჰქონდა ანორექსიის ნიშნები.
მეზობლების ინფორმაციით, გოგონას დედა ხშირად მიემგზავრებოდა რამდენიმე დღით. მეზობლების კითხვაზე, თუ ვისთან ტოვებდა ბავშვს, ის პასუხობდა, რომ მეგობარს ან ძიძას სთხოვდა მასთან დარჩენას. დროდადრო სახლიდან ბავშვის ყვირილის ხმა გამოდიოდა, მაგრამ მეზობლები არ აქცევდნენ ამას ყურადღებას. იმას, რომ დედას სახლში ნაგავი მოჰქონდა, მეზობლები ვერ ადასტურებენ. ამჟამად პატარა იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში. ის ვერ ლაპარაკობს, გამოსცემს გაურკვეველ ხმებს და ტირის. ასევე მას ჩაუტარდა ოპერაცია (კისერზე ჩაეზარდა პლასტიკატის სამკაული). საქმეს იძიებს ბავშვთა დამცველი. სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ბავშვის დედა.
მშობლების მიერ გაწირულები – თანამედროვე მაუგლების სულის შემძვრელი ისტორიები